ავტორიზაცია

სემ თრიქეთმა $300 000 მოიგო

ინგლისელი სემ თრიქეთი ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელიც როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ პოკერს წარმატებით თამაშობს. ამ უიკენდზე მან კიდევ ერთი მსხვილი თანხა, $300 000 მოიგო.

ომაჰას, $200/400-ბლაინდებიან, ონლაინ ქეშ-მაგიდასთან თავი ისეთმა პროფესიონალებმა მოიყარეს, როგორებიც ტოდ ბრანსონი, რობ იანგი, ჯო ინგრემი, მეთ კირკი და ლეონ ცუკერნიკი არიან. 

თრიქეთმა 4-საათიან სესიაში არაერთი მეტოქე დაამარცხა და დღე $300 000-იანი პლუსით დაასრულა.