ავტორიზაცია
სუ­ლე­ლუ­რი შეც­დო­მე­ბი
სემ პანზიკა - შეცდომებისა და ხარვეზების შესახებ
ამ რუბრიკაში Card Player-ი პოკერის პროფესიონალებს სთხოვს, გაიხსენონ წარსული და მოგვითხრონ თავიანთი შეცდომებისა და ხარვეზების შესახებ, რომელთა გამოსწორებაც მოუხდათ, რათა თამაში გაეუმჯობესებინათ.
ავტორი
ხულიო როდროგესი

სემ პანზიკა ცოცხალი ტურნირების სამყაროში 2013 წელს გამოჩნდა, როცა WSOP-ის სამი ტიტული მოიგო. მეოთხე ტიტული მან 2015 წელს მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი EPT Dublin-ის ერთ-ერთი ტურნირიც მოიგო ($417105). ამას გარდა, 2015 წელს სემი მეორეზე გავიდა Florida State Poker Championship-ში, ერთი წლის შემდეგ კი ამავე ღონისძიების ჩემპიონი გახდა ($117282).

წარმატებული თამაში პანზიკამ ამის შემდეგაც განაგრძო. 2016 ის პირველად დაეუფლა WPT-ის ტიტულს, როცა bestbet Bountyჯილდო ზოგ ტურნირში, რომელსაც მოთამაშე სხვა მოთამაშის თამაშიდან გაგდებისთვის იღებს Scramble მოიგო ($354335), რასაც ერთი წლის შემდეგ მეორე ტიტულიც დაუმატა Bay 101 Shooting Star-ში გამარჯვებით ($1373000). გასულ ოქტომბერს სემმა თითქმის გაიმეორა თავისი წარმატება bestbet Bountyჯილდო ზოგ ტურნირში, რომელსაც მოთამაშე სხვა მოთამაშის თამაშიდან გაგდებისთვის იღებს Scramble-ში, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილსა და $210783-ს დასჯერდა. სულ ცოტა ხნის წინ მან მეხუთე ადგილი დაიკავა WPT Tournament of Champions-ში. დღეისთვის პანზიკას ცოცხალ ტურნირებში მოგებული აქვს $4,1 მილიონზე მეტი.

დღეს სემი მოგვითხრობს, როგორ ისწავლა წონასწორობის დაცვაროდესაც მოთამაშე ცდილობს, თავი ბლეფისგან დაიცვას და საეჭვო მოთამაშეს აიძულებს, დაფოლდოს ან კიდევ უფრო მეტ ფულს შევიდეს პასიურსა და აგრესიულ თამაშს შორის.

 

წარსული გათამაშებების დამახსოვრება ყოველთვის მიჭირდა, ამიტომ ზუსტად ვერ აღვწერ, მაგრამ ნამდვილად მახსოვს, თამაში რომ დავიწყე, ძალიან ფრთხილად და კონსერვატიულად ვთამაშობდი. კარგად თამაში ნამდვილად არ ვიცოდი და, როგორც ახლა ვხვდები, ამიტომ ვცდილობდი, რაც შეიძლება ნაკლები ხელი მეთამაშა. ვფიქრობდი, რომ რაც ნაკლებს ვითამაშებდი, მით ნაკლები პრობლემა შემექმნებოდა.

როგორც წესი, ვაცდიდი, როდის შემცირდებოდა ჩემი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა 10 დიდ ბლაინდამდე, და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებდი თამაშს. რა თქმა უნდა, კარგი კომბინაციის აწყობა ყოველთვის ძნელია, ამიტომ თამაშს ხშირად ნაადრევად, სადღაც მე-15 ადგილზე ვამთავრებდი. როცა კარგ კარტს გირიგებენ, შეგიძლიათ, რამდენჯერმე მოიგოთ და ცოტაოდენი ფულიც დააგროვოთ, მაგრამ თუ გამარჯვება გინდათ, როგორმე ამაზე მეტი უნდა შეძლოთ.

რა თქმა უნდა, ისეთი პერიოდიც მქონდა, როცა სრულიად საწინააღმდეგო სტილით ვთამაშობდი. თქვენ იგებთ ორიოდე დიდ გათამაშებას და დიდძალ სტეკს აგროვებთ, ცოტა ხანში კი აღმოაჩენთ, რომ მეტისმეტად ბევრ ხელს თამაშობთ და ყველა ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეების მოგებას ცდილობთ.

როცა ვგრძნობ, რომ ასე ვთამაშობ, მაგიდიდან ვდგები და ვსეირნობ. ცხადია, ტურნირში ბევრ გათამაშებას ვერ გამოტოვებ, მაგრამ ხანმოკლე გასეირნებაროდესაც ფლოპამდე ყველა ფოლდავს და ბანკი დიდ ბლაინდს მიაქვს კონცენტრაციას დაგიბრუნებთ და სისხლიც უკეთ ამოძრავდება. ეს ძალიან მშველის.

ცხადია, ყველას უნდა, მაგიდის კაპიტანი იყოს და ზეწოლას ახდენდეს ყველაზე, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელია, მოთამაშის სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობას სიდიდიდან და პოზიციიდან გამომდინარე. ამ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს აქტიურობა უნდა შეამციროთ და ხელსაყრელ მომენტებს დაელოდოთ. სწორედ ასეთ სიტუაციებშია, ჩემი აზრით, ყველაზე სასარგებლო ხანმოკლე გასეირნებაროდესაც ფლოპამდე ყველა ფოლდავს და ბანკი დიდ ბლაინდს მიაქვს და ამ გზით დიდი შეცდომების თავიდან აცილება. ♠

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში