ირლანდიელმა სუპერმოთამაშემ სტივ ო'დუაიერმა ერთმანეთის მიყოლებით UK MILLIONS-ის ორ ჰაიროლერზე გაიმარჯვა. ჯამურად, მაღალი ლიმიტების დიდოსტატმა $1 000 182 მოიპოვა.
ო'დუაიერი 51 მოთამაშეს შორის საუკეთესო აღმოჩნდა და 1 ოქტომბერს გამართული £25 000-იანი ჰაიროლერის მოგებისთვის $592 448 მიიღო.
რიგით მეორე ჰაიროლერი 5 ოქტომბერს გაიმართა, ბია-ინი £10 000-ს შეადგენდა. მეორე ტურნირზე გამარჯვებისთვის ო'დუაიერს საპრიზო ფონდიდან $407 734 შეხვდა.
ორივე ტურნირში მისი წინააღმდეგ ისეთი დიდი მოთამაშეები თამაშობდნენ, როგორებიც დომინიკ ნიცშე, კრისტოფ ფოგელსანგი, ადრიან მატეოსი და პრებენ სტოკანი არიან.