ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
სუპერაგრესიული მოთამაშეები
ავტორი
ედ მილერი

სუპერაგრესიული (loose-aggressive – LAG) მოთამაშეები პოკერის ბევრი მოსწავლისთვის ნამდვილი თავსატეხია. ერთი მხრივ, ისინი თავიანთი თამაშით თითქოს უარყოფენ პირველ წესს, რომელსაც ნებისმიერი სერიოზული მოთამაშე სწავლობს – პრეფლოპზე ითამაშე ფრთხილად. მეორე მხრივ, ისინი თითქოს მაინც ხშირად იგებენ. რა ხდება? ნუთუ მათ იციან, როგორ „მოატყუონ” ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით ჰოლდემიასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტითს მათემატიკური ნაწილი და ითამაშონ თავზეხელაღებული და ძალიან მომგებიანი თამაში? ამ სტატიაში ამ კითხვას სხვადასხვა კუთხიდან შევხედავთ.

 

იგებენ თუ არა სუპერაგრესიულები?

მოკლედ მოვჭრი – არა, არ იგებენ. უმეტესობა აგებს. სუპერაგრესიულები წარუმატებელი მოთამაშეები არიან. შესაძლოა, უფრო მეტად ერთობიან, ვიდრე სხვები, მაგრამ საბოლოოდ ისინი აგებენ (ჰო, ვიცი, ვიცი, ყველა სუპერაგრესიული როდი აგებს. ამაზეც ვილაპარაკებთ.).

სუპერაგრესიული მოთამაშეების უმეტესობა აგებს. არადა, თითქმის ყველა ფრთხილი, კონსერვატიული მოთამაშე, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, ყველაფერს იფიცებს, რომ ესა და ეს სუპერაგრესიული მოთამაშე ყველა გათამაშებაში მონაწილეობს და ყოველ ჯერზე ფულს ბღუჯა-ბღუჯად იგებს. ეს იმიტომ ხდება, რომ სუპერაგრესიული მოთამაშე გარშემომყოფთათვის გამარჯვებულის ოპტიკურ ილუზიას ქმნის, რაც ორნაირად ხდება.

პირველ რიგში, გაცილებით უფრო იოლია გიგანტური სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობას დაგროვება მხოლოდ გამართლების დახმარებით, როცა პრეფლოპზე აგრესიულად თამაშობთ. როცა პრეფლოპზე რვა დარიგებიდან შვიდში ფოლდს ირჩევ და ერთ დაჯდომაზე მხოლოდ სამიდან ექვს საათამდე თამაშობ, ძნელია დიდი გამარჯვებების გრძელი ჯაჭვის აწყობა, რომელიც ისეთ დიდ სტეკს მოგიტანთ, რომ სურათის გადასაღებად და ინსტაგრამზე დასადებად ღირდეს. რა თქმა უნდა, დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესდადრო შეგიძლიათ ოთხ საათში ადგეთ და მოგებული რამდენიმე ასეული დოლარით მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობს დატოვოთ, მაგრამ ეს სულაც არაა სექსუალური.

სუპერაგრესიულ მოთამაშეებს უფრო ხშირად შეუძლიათ დიდი სტეკების დაგროვება, რასაც რაოდენობით ახერხებენ და არა ხარისხით. თუ ისინი თქვენზე სამჯერ, ოთხჯერ მეტ ხელს თამაშობენ და თანაც თამაშობენ თავიანთი აგრესიულითამაშის სტილი, როდესაც მოთამაშე ხშირად აკეთებს ბეტს ან რეიზს და იშვიათად - ქოლს ან ჩეკს სტილით, მაშინ გაცილებით უფრო მეტი შანსი აქვთ, შეკრან რამდენიმე დიდი მოგებისგან შემდგარი ჯაჭვი და ამ გზით მიიღონ თავიანთი გიგანტური სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა.

ასეთი მიდგომის უარყოფითი მხარე ისაა, რომ არსებობს გაცილებით უფრო მეტი შანსი, რომ ეს მოთამაშეები სამ, ოთხ, ხუთ ბაი-ინს წააგებენ. ზოგი მათგანი უბრალოდ ყიდულობს და ყიდულობს ახალ სტეკებს. ზოგი თამაშს ადრევე, პირველივე წაგების შემდეგ ამთავრებს. ორივე შემთხვევაში თქვენთვის ეს შეუმჩნეველია, რადგან პირველ შემთხვევაში ისინი ჩვეულებრივი, ნორმალური სიდიდის სტეკებით თამაშობენ, მეორე შემთხვევაში კი, საერთოდ აღარ თამაშობენ და, შესაბამისად, ვერც ხედავთ.

ასე რომ, როცა მათ ხედავთ, მათ ან ნორმალური სტეკები აქვთ, ან დიდი, ანაც გიგანტური. ამიტომ ისე ჩანს, რომ ისინი ძალიან წარმატებული მოთამაშეები არიან.

რაც შეეხება გამარჯვებულის ილუზიის შექმნის მეორე გზას, იმის გამო, რომ სუპერაგრესიული თამაში საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით, როცა ფსონების ზედა საფეხურებზე ადიხართ, ძალიან ხშირად ნახავთ ერთდროულად რამდენიმე სუპერაგრესიულს, თავზეხელაღებულად რომ თამაშობს. შეიძლება ყველას ერთნაირად კარგად არ ჰქონდეს საქმე, მაგრამ, სულ ცოტა, ერთი მაინც იქნება ისეთი, ვის წინაც ჩიპების დიდი კოშკები იდგება. აი, ესაა, რასაც ხედავთ. ჰოდა, თქვენც ფიქრობთ: „კაცო, რამდენჯერაც სუპერაგრესიულს ვეთამაშე, იმდენჯერ უზარმაზარი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა ჰქონდა. იქნებ მე ვთამაშობ არასწორად?”

საქმე ისაა, რომ დიდი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობას „პატრონი” ყოველ ჯერზე სხვადასხვაა. ან, იშვიათად, შეიძლება რამდენჯერმე ერთი და იგივე იყოს. გააჩნია, შემთხვევითობა რას მოიტანს.

ასე რომ, სუპერაგრესიული მოთამაშეები ყველას წარმატებულები ჰგონია, რადგან უზარმაზარი სტეკების დაგროვება შეუძლიათ, მაგრამ სინამდვილეში ისინი წაგებულები რჩებიან წლის ბოლოს.

 

ნუთუ არც ერთი სუპერაგრესიული არ იგებს?

სუპერაგრესიულების უმეტესობა აგებს. უმეტესობა, მაგრამ ყველა არა. ზოგი იგებს კიდეც. და ყველაზე წარმატებული მოთამაშეები ფსონების ნებისმიერ დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებაზე ხშირად იყენებენ თამაშის სუპერაგრესიულ სტილს. ხშირად თუ არა, ზოგჯერ მაინც.

აქვე მინდა გითხრათ, პოკერის მოთამაშეების უმეტესობა აგებს, თამაშის სტილისგან დამოუკიდებლად. ასეთია რეიკითანხა, რომელსაც იღებს კაზინო (ბანქოს კლუბი) თამაშის ორგანიზებისთვისანი თამაშის ბუნება. ასე რომ, სუპერაგრესიული მოთამაშეების უმეტესობა აგებს, მაგრამ სხვა სტილებით მოთამაშეების უმეტესობაც ასევე აგებს. სუპერაგრესიული სტილი არც ერთ სხვა სტილზე უარესი არაა.

მაშ, როგორ ახერხებს ზოგიერთი სუპერაგრესიული მოგებას? როგორ ახერხებს პირველი წესის დარღვევას და მაინც იგებს? როგორ ახერხებს ასეთი ცარიელი კარტებით თამაშს და საბოლოოდ მაინც გამარჯვებული რჩება?

ეს იმის შედეგია, თუ როგორაა განაწილებული კარტების სიძლიერე ჰოლდემში. ყველამ ვიცით, რომ ხელის ტუზების წყვილიერთი რანგის ორი კარტი საუკეთესო კარტია, შემდეგ მოდის ხელის მეფეების წყვილიერთი რანგის ორი კარტი, შემდეგ ხელის ქალები, ვალეტები, ათიანები და A-K.

თუმცა, ასეთი თანმიმდევრობა დამაბნეველია, რადგან არ ითვალისწინებს კარტების სიძლიერის განსხვავებას რაოდენობრივად. სინამდვილეში, ხელის ტუზები უბრალოდ უკეთესი კარტი არაა, ვიდრე ხელის მეფეები. ის გაცილებით, გაცილებით უკეთესი კარტია. იგივე ითქმის მეფეებისა და ქალების შესახებ. ქალებისა და ვალეტების შესახებ. სწორედ ამიტომაა, რომ იმ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესისთვის, როცა ვალეტებამდე ჩამოხვალთ, ხალხი უკვე წუწუნებს, რომ ეს კარტი „ნამდვილი ხაფანგია” და რომ ამ კარტის გამო მათ უამრავი ფული წააგეს (პირადად მე ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე სერიოზული მოთამაშე დიდ ფულს აგებდეს ვალეტების წყვილიერთი რანგის ორი კარტით თამაშის შედეგად).

რეალობა ისაა, რომ, თუმცა ვალეტების წყვილიერთი რანგის ორი კარტი სიძლიერით მეოთხე კარტია, ის ახლოსაც ვერ მივა ტუზების წყვილთან. ის გაცილებით უფრო ახლოა თავისი სიძლიერით ისეთ კარტებთან, როგორიცაა ერთმასტიანი K-J, რომელიც არავის განსაკუთრებულ აღელვებას არ იწვევს.

ასეთია საუკეთესო კარტები. რა შეგვიძლია ვთქვათ საშუალო კარტებზე? ისეთებზე, როგორებიცაა ერთი მასტის J-6, სხვადასხვა მასტის 10-9, სხვადასხვა მასტის Q-9 და ერთი მასტის 7-4. შემიძლია ეს კარტები სიძლიერის მიხედვით დავალაგო, ყველაზე ძლიერიდან ყველაზე სუსტამდე, მაგრამ ეს სინამდვილეში დიდი სისულელე იქნება, რადგან ხელის ტუზებთან შედარებით ეს კარტები დაახლოებით თანაბრად კარგია. და სულ ოდნავ უარესია, ვიდრე ერთი მასტის J-9, სხვადასხვა მასტის K-10 და ერთი მასტის 7-6, რომლებსაც მოთამაშეთა უმეტესობა ხშირად თამაშისთვის გამოსადეგად მიიჩნევს.

დიახ, წინა აბზაცში პირველად ჩამოთვლილი კარტები ნამდვილად უარესია მეორედ ჩამოთვლილზე. თუმცა, არც იმდენად უარესია, რომ მათ შორის განსხვავება არ აინაზღაუროთ ფლოპიპირველი სამი კარტი, რომლებიც მაგიდის ცენტრში ერთდროულად რიგდება და იხსნებასშემდგომი უკეთესი თამაშით.

სწორედ ესაა ის კონცეფცია, რომელსაც წარმატებული სუპერაგრესიული მოთამაშეები იყენებენ. ისინი კარგად თამაშობენ ფლოპიპირველი სამი კარტი, რომლებიც მაგიდის ცენტრში ერთდროულად რიგდება და იხსნებას შემდეგ და შეუძლიათ ისევე მომგებიანად ითამაშონ ერთი მასტის J-5-ით, როგორც თამაშობს საშუალო მოთამაშე ერთი მასტის J-9-ით.

და, თუ ეს ასეც ხდება, სუპერაგრესიულ მოთამაშეს შეუძლია, მოიგოს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ფრთხილ წარმატებულ მოთამაშეს. სუპერაგრესიული მეტ ხელს თამაშობს, რაც საათში მეტის მოგებას ნიშნავს. და იგებს კიდევ უფრო ბევრს, როცა მართლა ძლიერი კარტები მისდის, ვთქვათ, ხელის ტუზები და მეფეები.

 

უნდა ითამაშოთ თუ არა სუპერაგრესიულად?

ბევრი მოთამაშე მეკითხება, ხომ არ ჯობია, უფრო მეტ გათამაშებაში მიიღონ მონაწილეობა, თუ სუპერაგრესიულ სტილს აირჩევენ თავიანთი ფრთხილი, კონსერვატიული სტილის ნაცვლად.

ჩემი პასუხი თითქმის ყოველთვის უარყოფითია. ამის მიზეზი პირდაპირ გამომდინარეობს ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან. სუპერაგრესიულების უმეტესობა აგებს. ის სუპერაგრესიულები, რომლებიც იგებენ, ამას იმის შედეგად ახერხებენ, რომ გაცილებით უკეთ თამაშობენ პოსტფლოპზე, ვიდრე მათი მეტოქეები. თუ თქვენი თამაში პოსტფლოპზე ასეთივე დომინანტურია, თავად მიხვდებით. აუცილებლად მიხვდებით. თქვენ გააცნობიერებთ, რამდენად სჯობნით ოპონენტთა უმეტესობას, და, თუ საჭიროა, თითქმის ბუნებრივად გადაინაცვლებთ სუპერაგრესიული მოთამაშეების ჯგუფში.

სუპერაგრესიულად თამაშის შესახებ უბრალო გადაწყვეტილების მიღება თითქმის ყოველთვის მცდარია. სუპერაგრესიულად უნდა ითამაშოთ მაშინ, როცა ეს თქვენთვის ბუნებრივი ჩანს, მეტოქეების წინაშე თქვენი დომინანტური სტატუსის გათვალისწინებით. თუ ასეთი დომინანტობა არ არსებობს, უმჯობესია, კონსერვატიულ სტილში თამაში განაგრძოთ. გაცილებით უკეთესია მოგება ფრთხილი თამაშის შედეგად, ვიდრე წაგება აგრესიულითამაშის სტილი, როდესაც მოთამაშე ხშირად აკეთებს ბეტს ან რეიზს და იშვიათად - ქოლს ან ჩეკს თამაშის შედეგად. ♠

 

 იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში