ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
ტალღები
ავტორი
სტივ ზოლოტოვი

აღმავლობისა და დაღმავლობის პერიოდებს ანუ ტალღებს ყველა და ყველაფერი განიცდის. „ტალღას” მე ვუწოდებ ისეთი შედეგების შედარებით გრძელ ჯაჭვს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მოსალოდნელი შედეგებისგან. არსებობს თეორია, რომლის თანახმად, იმ შედეგების უმეტესობა, რომლებიც უჩვეულოდ გვეჩვენება, სინამდვილეში შემთხვევათა დიდ მწკრივში არსებული ფლუქტუაციებია. ვისაც ეს თეორია გაინტერესებთ, შეგიძლიათ ინტერნეტში მოძებნოთ Hot Hand Fallacy. ეს კვლევა კალათში ბურთის სროლაში ჩატარდა. თუმცა, არის კვლევები, რომლებიც ამ თეორიას უპირისპირდება და ამტკიცებს, რომ არსებობს შედეგების ტალღები. ჩემი აზრით, არაშემთხვევით მოვლენებში ბევრი ტალღაა. როცა საქმე ადამიანს ეხება, შემთხვევითობა გამორიცხულია. ჩვენს შედეგებს განსაზღვრავს ჩვენი გონება, ცხოვრების სტილი და პრაქტიკა. როცა საქმეები კარგად მიგვდის, ჩვენც მოდუნებულები და თავდაჯერებულები ვართ და წარმატების ეს პერიოდიც გრძელდება.

ასევე სამართლიანია საპირისპირო მტკიცება. მთავარი პრობლემაა შემთხვევითი ტალღების განცალკევება კონკრეტული მიზეზებით გამოწვეული ტალღებისაგან. მინიმუმ 20 წელია, დედამიწას გლობალური დათბობის ტალღა ფარავს. მეცნიერთა უმეტესობის აზრით, ეს მეტწილად ადამიანის საქმიანობის, განსაკუთრებით კი ატმოსფეროში CO2-ის გამოყოფის შედეგია. თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ამის მთავარი მიზეზი სხვა ფაქტორებია, მაგალითად, მზის გააქტიურება და დედამიწის ორბიტის შემთხვევითი, უწესრიგო ცვლილებები. შევეშვათ ადამიანის მიერ პლანეტის დანაგვიანების თემას და უფრო მნიშვნელოვან საკითხს მივხედოთ – ტალღებს პოკერში.

თუ ნებას მომცემთ, ჯერ ჩემს საკუთარ ტალღებს შევეხები ქეშ-გეიმებსა და ტურნირებში. ქეშ-გეიმებს „არიასა” და „ბელაჯიოში” ვთამაშობ, პოტლიმიტიან ომაჰაპოკერის ცნობილი სახეობა, სადაც თამაში 4 ხელის კარტითა და ხუთი საერთო კარტით მიმდინარეობსს პირველში და ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით ჰოლდემს – მეორეში. ძირითადად $5-$10 დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებას ვირჩევ (სინამდვილეში, პოტლიმიტიან ომაჰაპოკერის ცნობილი სახეობა, სადაც თამაში 4 ხელის კარტითა და ხუთი საერთო კარტით მიმდინარეობსში ეს დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებაა $2-$5-$10). ზოგჯერ, მაგრამ იშვიათად, ვთამაშობ უფრო მაღალ და დაბალ დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებაებზეც. ჩემი ნორმალური სესია 3-6 საათს გრძელდება, ყველაზე წარმატებულ დღეებში კი ისეთი დიდი თანხები მომიგია, რომელთა ერთ დღეში წაგების უფლებას თავს ვერასოდეს მივცემ. WSOP-ის დაწყებამდე რამდენიმე ტურნირი ვითამაშე, შემდეგ კი თავად WSOP-ის რამდენიმე მომცრო ღონისძიებაზეც დავრეგისტრირდი. როგორც წესი, ტურნირში ადრეული ეტაპების დასრულების შემდეგ შევდივარ. ჩემი მიზანია დიდი ფულადი ჯილდო ერთ ტურნირზე და არა ცოტ-ცოტა ფული ბევრზე. ორი ტალღა გადავიარე. ქეშ-გეიმები ბოლო 20 თამაშიდან 19 მოვიგე.

ამავე პერიოდში საერთოდ ვერაფერი მოვიგე 15-ზე მეტ ღონისძიებაში, თუმცა ბოლოს მაინც მოვიგე ცოტაოდენი ორში: Seniors და Super Seniors. თუ იცით, რამდენია ერთი კონკრეტული ხდომილების შანსი, როგორ უნდა გამოითვალოთ, რამდენია იმის შანსი, რომ ეს ხდომილება ზედიზედ მოხდება ამდენჯერ და ამდენჯერ? ერთეული ხდომილების ალბათობა აგყავთ იმ ხარისხში, რამდენჯერაც გინდათ, რომ ეს ხდომილება გამეორდეს. მაგალითად, რა შანსია იმისა, რომ მონეტის აგდებისას ზედიზედ ხუთჯერ გერბი მოვა? მეხუთე ხარისხში ანუ ½ x ½ x ½ x ½ x ½ ანუ 1/32. უნდა გვესმოდეს, რომ ტალღები ხშირად შემთხვევითია. თუ 32 მონეტას ავაგდებთ და ერთ-ერთი ხუთჯერ დაჯდება გერბზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მონეტა უფრო კვალიფიციურია, ვიდრე ის, რომელიც გერბზე ერთხელაც არ დაჯდა .

მოდით რამდენიმე შემთხვევითი ტალღა განვიხილოთ. ქეშ-გეიმების დაახლოებით ორ მესამედში გამარჯვებული გამოვდივარ. ამ ცხრილში მოცემულია სხვადასხვანაირი ტალღების შანსები. პირველი სვეტი გიჩვენებთ მოგების შანსებს, მომდევნო სვეტები კი – მოცემული სიგრძის მომგებიანი მწკრივის შანსებს.

მოგების შანსი

ზედიზედ 10

ზედიზედ 15

ზედიზედ 20

65%

0,014

0,0016

0,0002

70%

0,028

0,0047

0,0008

75%

0,056

0,0134

0,0032

 

დააკვირდით, რა პატარა რიცხვებია. მოგების 70%-იანი ნორმის პირობებში, მე რომ ზედიზედ 100-ჯერ ვითამაშო 10 სესია, მხოლოდ სამი 10-მოგებიანი ტალღა მექნება. ის, რომ მე ამ ტალღის შუაში ერთი წაგებული სესია მქონდა, ამ რიცხვებს მნიშვნელოვნად ზრდის, მაგრამ შანსი იმისა, რომ 20-დან 19 სესია მოვიგო, მაინც ძალიან მცირეა. რა შეიძლება ითქვას წამგებიანი სესიების დიდი ტალღის შესახებ? ამისი შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. მთლიანი ცხრილით არ შეგაწუხებთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თუ ვინმე იგებს შემთხვევათა 65%-ში, მაშინ ის ზედიზედ ათ სესიას წააგებს მხოლოდ 0,003%-ში. წარმატებული მოთამაშე ზედიზედ 10 სესიას წააგებს 10-10 სესიისგან შემდგარ ათას შემთხვევაში ერთხელ.

ახლა კი სატურნირო ცხრილი:

ფულის ვერმოგების შანსი

ზედიზედ 10 ტურნირი უფულოდ

ზედიზედ 15 ტურნირი

ზედიზედ 20 ტურნირი

85%

0,20

0,087

0,039

80%

0,11

0,035

0,012

75%

0,06

0,013

0,003

 

რა დასკვნა უნდა გამოიტანოთ ამ ყველაფრიდან? პირველ რიგში, წარმატებისა და წარუმატებლობის პერიოდები თუ ტალღები უჩვეულო მოვლენაა. მაშინაც კი, როცა რომელიმე მოვლენის ალბათობა დიდია, სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს მოვლენა ყოველთვის მოხდეს. მეორე, ქეშ-გეიმების წარმატებული მოთამაშეები იშვიათად განიცდიან ხანგრძლივ წარუმატებელ პერიოდებს, დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესდადრო მოგების გარეშე. მესამე, ტურნირების მოთამაშეები ხშირ „გვალვებს” უნდა ელოდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურნირებზე თამაშისთვის უფრო დიდი ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვს გჭირდებათ. ასევე გჭირდებათ გაცილებით უფრო მეტი გამძლეობა, რადგან რამდენიმე წარუმატებელ პერიოდს ვერ ასცდებით. გახსოვდეთ, რომ ამ ტალღების უმეტესობას შემთხვევითი დისპერსია იწვევს. ყველას აქვს პერიოდები, როცა დოღს აგებს და ფლეშ-დროს ვერ აწყობს. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში