ავტორიზაცია
ტობი ლუისი

ტობი ლუისმა $588 999 მოიგო

ორი EPT-ის ტიტულის მფლობელმა, ინგლისელმა სუპერმოთამაშემ ტობი ლუისმა ავსტრალიაში მიმდინარე ღონისძიებათა სერია Aussie Millions-ის ტურნირზე გაიმარჯვა. პირველი ადგილისთვის მან ოქროს ბეჭედი და $588 999 მიიღო.

ჰაიროლერზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $36 000-ს შეადგენდა, 62 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც დომინიკი ნიცშე, ტომას მიულოკერი და ტობიას ციგლერი არიან.

ფინალურ ჰედზაპში ლუისმა გერმანელი სუპერმოთამაშე მანიჰ ლუსერი დაამარცხა. თამაშის დაწყების წინ ოპონენტებმა საპრიზო ფონდი გაიყვეს, რის გამოც მეორეადგილოსანს $556 017 შეხვდა.

ლუისმა ამ გამარჯვებით ინგლისელი პოკერის მოთამაშეების ლიდერბორდში ლეგენდარულ დეივ Devilfish ულიოტს გადაასწრო, ინგლისელ პროფესიონალს $6 342 109 აქვს მოგებული და ამ მონაცემით ის რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.