ავტორიზაცია
ქარ
ტომ დუანი

ტომ დუანი დიდ პოკერში ბრუნდება

სატელევიზიო შოუ Poker After Dark(PAD)-ის ახალი სეზონი სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და მასში მონაწილეობას ტომ დუანი მიიღებს.

ტომ დუანი რამდენიმე წელია აზიაში თამაშობს და სრულიად ჩამოშორებულია პოკერის დიდ ღონისძიებებსა და შოუებს. 2011 წლის ჩათვლით იგი PAD-ის რეგულარული მონაწილე იყო, ოთხი სეზონის განმავლობაში არაერთი ვირტუოზული ხელი გაათამაშა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი - ანტონიო ესფანდიარის წინააღმდეგ. 14 აგვისტოს პირველივე ეპიზოდში ესფანდიარს რევანშის შანსი მიეცემა.

„პოკერის სათამაშოდ აზიაში ბევრს ვმოგზაურობდი და ყველგან მეკითხებოდნენ ამ შოუს შესახებ, რამაც მაფიქრებინა, რომ მსოფლიოს გარშემო ადამიანებს სურთ ჩემი ნახვა სათამაშო მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან, მოხარული ვარ, რომ 6 წლის შემდეგ ეს შესაძლებლობა მომეცა“, - განუცხადა Poker After Dark-ს ტომ დუანმა.

დუანის გარდა სატელევიზიო შოუში მონაწილეობას დოილ ბრანსონი, ფედორ ჰოლცი, ლორენ რობერთსი, დაგ პოლკი, ჟან-რობერ ბელანდი, ანტონიო ესფანდიარი, ბილ კლაინი მიიღებენ. ორგანიზატორთა განცხადებით, ვარსკვლავურ შემადგენლობას დენიელ ნეგრეანუც შეუერთდა.

ვარსკვლავების დაპირისპირებას ტრადიციულად Aria Resorts & Casino უმასპინძლებს, ხოლო პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა მხოლოდ Poker Central-ის მომხმარებლებს ექნებათ.