ავტორიზაცია
ტურნირთა ლიგა

ტურნირთა ლიგის პირველი დღის გამარჯვებული THE_BOSS გახდა

Card Player საქართველოსა და adjarabet.com-ის ერთობლივმა პროექტმა ტურნირთა ლიგამ ხანმოკლე შესვენების შემდეგ სტარტი გუშინ აიღო. განახლებული ტურნირთა ლიგის პირველი დღის საუკეთესო მოთამაშე დავით აბაშიძე გახდა, WSOPC Rozvadov-ის მონაწილეს, ონლაინსივრცეში THE_BOSS-ის სახელით იცნობენ. იგი არაერთხელ გამხდარა თვის საუკეთესო მოთამაშე და ახალი სეზონიც ტრიუმფით დაიწყო.

სასტარტო დღეს აბაშიძემ ცხრა ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან სამში საპრიზო ადგილი დაიკავა. 400-ლარიანი საპრიზო ფონდიდან მას 150 ლარი შეხვდა. WSOPC Rozvadov-ის საგზურს THE_BOSS-ი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

განახლებულ ტურნირთა ლიგაზე მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარაბეთსა და cardplayer.ge-ზე დარეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს. ტურნირთა ლიგა დაყოფილია ყოველდღიურ,10-დღიან და 1 წლის ფინალურ ლიდერბორდებად. ლიდერბორდის ქულების დაგროვება შესაძლებელია პოკერის ყველა ფასიან ტურნირზე. აქციაში არ მონაწილეობს - FIXED ტურნირები, SPIN ტურნირები, Freeroll-ები, სატელიტები და Sit & Go. 

ყოველდღიური ლიდერბორდის 5 საუკეთესო მოთამაშე მიიღებს დაკავებული ადგილების შესაბამის წილს 400 ლარიდან. ათდღიანი ლიდერბორდების მეშვეობით გამოვლიდება ფინალურ სატელიტში მონაწილე ტოპ 9 მოთამაშე. ის 9 მოთამაშე, რომელიც 10 დღის განმავლობაში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, სპეციალურ ტურნირზე ითამაშებს, სადაც ფულადი პრიზები და Final Nine-ის ტურნირის ბილეთი გათამაშდება. 10-დღიანი ლიდერბორდის საპრიზო ფონდი 500 ლარია. Final Nine-ის გამარჯვებული WSOP Circuit-ის საგზურსა და ფულად ჯილდოს მიიღებს, ფინალური მაგიდის გარანტირებული საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.

პირველი დღის ფულადი ჯილდოები კი ასე გადანაწილდა:

ადგილი

ნიკი

ტურნირების რაოდენობა

საპრიზოში მოხვედრა

თანხა(ლარი)

1

THE_BOSS

9

3

150

2

SHOTIKO778

 

11

4

100

3

OMSKI999

 

6

3

70

4

DZAGDZAGICHI

 

10

5

50

5

GIORGI7781

 

4

1

30