ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
უკეთესი პირობების ძიებაში
ავტორი
გევინ გრიფინი

ცოტა ხნის წინ ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით ჰოლდემიასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტითს $5-$5 ქეშ-გეიმს ვთამაშობდი. მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა. ერთმანეთს ვუყვებოდით, რომელ თამაშებში ვიღებდით მონაწილეობას და რას ვფიქრობდით თითოეული ამ თამაშის შესახებ. მე ერთადერთი ვიყავი, ვინც ხშირად თამაშობს ლიმიტიბეტის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობაან ჰოლდემს, რომელზე საუბარსაც საკმაოდ დიდი ხანი დავუთმეთ. შევნიშნე, რომ ერთ-ერთი მოთამაშე ხშირ-ხშირად იხედებოდა მეორე მაგიდისკენ, სადაც $5-$10 თამაში მიმდინარეობდა. კარგი თამაში კი იყო, მაგრამ ჩვენსას ბევრით არ სჯობდა. ვიღაცამ პირდაპირ უთხრა: „როგორც ჩანს, ერთი სული გაქვს, იმ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე გადაჯდე”, რაზეც პასუხი იყო: „ჰო, ძალიან მინდა ახლა იმ თამაშში ვიყო”. ეს სიტუაცია ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდა და კიდევ ერთმა მოთამაშემ ჰკითხა, მაინც რით არ მოსწონდა ჩვენს მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან თამაში. „უფრო დიდ თამაშებს ვარ მიჩვეული და როცა ასეთ პატარა თამაშში ვმონაწილეობ, ჩემი საუკეთესო თამაში არ გამომდის”, – უპასუხა „გაქცევის” მსურველმა. ამ პასუხმა გამაოცა. ჩემი აზრით, ეს მოთამაშე ნამდვილად წარმატებულად თამაშობს $5-$5 გეიმში და, ცხადია, $5-$10 გეიმშიც დიდ წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ ამ ორი ქეშ-გეიმითამაში ნამდვილი ფულით (და არა სატურნირო ჩიპებით)ს ფსონებს შორის რაიმე განსაკუთრებული განსხვავებაც არაა. ჩვენს მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე $10000-ზე მეტი ფული იდო და იოლად შეიძლებოდა ერთ საღამოში $2000-ის მოგება ან წაგება. ეს კი არც ისე პატარა ფულია, კაცმა რომ თქვას. მაშ, რატომ გაურბოდა ამ მოთამაშეს ყურადღება ჩვენი მაგიდიდან მეზობელი მაგიდისკენ?

სხვებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საკუთარ თავზე კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ფსონები, რომლებითაც ვთამაშობ (ცხადია, ჩემი ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვსს ფარგლებში), არანაირ გავლენას არ ახდენს არც ჩემს გადაწყვეტილებებზე და არც ჩემ მიერ დახარჯულ ძალისხმევაზე. მითამაშია $3-$6 თამაში და მითამაშია ისე, როგორც შემეძლო. მითამაშია ყველაზე მაღალი დონის ქეშ-გეიმები – იქაც მაქსიმალური ძალისხმევით. რატომ ხდება, რომ მე შემიძლია კონცენტრაცია ნებისმიერ დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებაზე თამაშისას, სხვებს კი – არა? ჩემი აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი ისაა, რომ ძალიან მიყვარს შეჯიბრი და ვერ ვიტან წაგებას. ყოველთვის მიყვარდა სხვებთან დაპირისპირება, ჩემი სიყმაწვილიდან მოყოლებული, როცა ბეისბოლს ვთამაშობდი. 1,73 მეტრის სიმაღლისა ვიყავი და 60 კგ-ს ვიწონიდი, ამიტომ არასაკმარისი სიმაღლე და წონა – ანუ ის, რაც კეტჩერს მოეთხოვება – ბრძოლისუნარიანობითა და საქმისადმი ერთგულებით უნდა ამენაზღაურებინა.

ძალიან მიყვარს თამაშები და ძალიან მიყვარს გამარჯვება. არ მესმის, რატომ უნდა ჩავერთო თამაშში (ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პოკერი თამაშია), თუ მაქსიმალურად კონცენტრირებას არ ვაპირებ და მოგებას არ ვცდილობ. ცხადია, პოკერში აუცილებელი არაა ყოველი გათამაშების მოგება – მთავარია, ბოლოს დარჩეთ მოგებული. როგორც ირკვევა, პოკერი ძალიან ხანგრძლივი თამაშია, ის, სინამდვილეში, მთელი ცხოვრება გრძელდება და წარმატებული მოთამაშე ისაა, ვინც ამ ხანგრძლივი თამაშის ბოლოს მოგებული რჩება.

მეორე მიზეზი, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებაზე მაქსიმალურად კარგად თამაშში მეხმარება, გაუმჯობესებისადმი ჩემი სწრაფვაა. საკუთარი კვალიფიკაციით კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ და, ამის შედეგად, ყოველთვის ვეძებ პატარ-პატარა ნიუანსებს, რომლებსაც ჩემი თამაშის გაუმჯობესება შეუძლია. ამას როგორ მოვახერხებ, თუ სერიოზულად არ მივუდგები ყველა თამაშს, რომელშიც ვმონაწილეობ? ყოველი გათამაშების მერე ვაანალიზებ, რა შემეძლო გამეკეთებინა სხვანაირად ან ხომ არ იქნებოდა სხვანაირი თამაში უფრო ოპტიმალური ამ შემთხვევაში. მაგალითად, გუშინ $5-$5 ქეშ-გეიმში შუა პოზიციიდან $20-იანი რეიზიფსონის გაზრდათ შევედი ხელის ექვსიანებით. ორივე ბლაინდმა დამიქოლა. ფლოპზე მოვიდა „ცისარტყელა” J-6-3 და პატარა ბლაინდისავალდებულო ფსონები, რომლებსაც იხდის დილერის მარცხნივ მჯდომი ორი მოთამაშე კარტის დარიგებამდე $35-ს ჩამოვიდა. მე დაქოლვა ვამჯობინე, რადგან როცა ეს მოთამაშე ფლოპზე ფსონით შემოდის, მას, როგორც წესი, შედარებით ძლიერი კარტი აქვს, თუმცა ეს არაა ხოლმე საუკეთესო კარტი მისი დიაპაზონიდან. თერნზე მოვიდა A და მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე ორი აგურიარასასურველი, არაფრისმომცემი კარტი. ასევე ცნობილია, როგორც ბომბი გაჩნდა. პატარა ბლაინდმა ისევ თამაშის წაყვანა გადაწყვიტა და $75 დადო. მე $265-მდე დავარეიზე და მეტოქე დაწვაკარტი, რომელიც თაღლითობის თავიდან ასარიდებლად თამაშიდან მოაშორეს. მე ვიფიქრე, რომ რაკი მან თერნზე ტუზის მოსვლის შემდეგაც თამაშის წაყვანა გადაწყვიტა, ამიტომ ძლიერი კარტი უნდა ჰქონოდა, რადგან საკმაოდ ფრთხილი მოთამაშეროდესაც მოთამაშე ძალიან ცოტა გათამაშებაში შედის და, როცა შედის, მხოლოდ ძალიან ძლიერი კარტით იყო. იმის გათვალისწინება კი დამავიწყდა, რომ მე თვითონაც ძალიან ფრთხილი, კონსერვატიული მოთამაშის იმიჯისხვა მოთამაშეების წარმოდგენა შენზე მქონდა, ხოლო ის დიაპაზონი, რომლითაც მას თამაშის გაგრძელება შეეძლო ჩემ მიერ ფლოპზე გაკეთებული ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრებასა და თერნზე გაკეთებული რეიზიფსონის გაზრდას შემდეგ, ძალიან შეზღუდული იყო და შეიცავდა მხოლოდ A-J-ს, J-J-ს (რაც ნაკლებმოსალოდნელი იყო, რადგან მან პრეფლოპზე რერეიზი არ გააკეთა) და 3-3-ს. ამ დიაპაზონს აშკარად ვუგებდი, მაგრამ იქნებ ჩემი ვარაუდი მეტოქის დიაპაზონზე, რომლითაც მას ფლოპსა და თერნზე თამაშის წაყვანა შეეძლო, არასწორი იყო? იქნებ ის ტუზის მოსვლის შემდეგ თამაშში ლიდერობას განაგრძობს ისეთი კარტებით, როგორებიცაა K-J, Q-J ან თუნდაც 9-9, და ეცდება, ჩემი ვალეტი დამაფოლდინოს? ამ გათამაშებაში ამ კონკრეტული მოთამაშის შესახებ ახალი, დამატებითი ინფორმაცია მოვიპოვე და, თუ ჩემს ყოველ გათამაშებას არ გავაანალიზებ, მასთან შემდეგ დაპირისპირებაში ეს ინფორმაცია არ მექნება და ვერ გამოვიყენებ.

დასასრულ, ისიც მინდა ვთქვა, რომ იმ ყველაფერმა, რაც უკანასკნელ ორიოდე წელიწადში გავიარე და რასაც ამ რუბრიკის სტატიებში აღვწერდი, ნამდვილად გამიძლიერა სურვილი, ვითამაშო ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობების ზღვარზე, რაც უნდა ხდებოდეს ჩემ გარშემო. რეალურად წარმატებულ მოთამაშეს შეუძლია მაქსიმალურად კონცენტრირება და მაქსიმალურად კარგად თამაში ნეგატიურ გარემოებებშიც კი. იოლია კარგად თამაში, როცა იღბალი თქვენ მხარესაა და ცხოვრებაშიც ყველაფერი გადასარევად მიდის. როცა ასე არ ხდება, ყველაფერი რთულდება და ის, ვინც ასეთ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესსაც ახერხებს თავის საუკეთესო თამაშს, აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევს. ♠

  იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში