ავტორიზაცია
ქარ
ფილ ჰელმუთი და ანტონიო ესფანდიარი

ფილ ჰელმუთი და ანტონიო ესფანდიარი WPT Legends of Poker-ზე ითამაშებენ

ლეგენდარული პოკერის მოთამაშეები ფილ ჰელმუთი და ანტონიო ესფანდიარი ყოველწლიურ World Poker Tour Legends Of Poker-ის ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

ესფანდიარი 22 აგვისტოს Mega Millions-ის ღონისძიებაზე ითამაშებს, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $1 000 000-ს შეადგენს, ხოლო ფილ ჰელმუთი 25 აგვისტოს WPT Legends of Poker-ის მთავარ ღონისძიებაზე იასპარეზებს და ეცდება, ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს, რომელიც ლეგენდარულ მოთამაშეს ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მიუხედავად არ გააჩნია.

World Poker Tour Legends of Poker მეთექვსმეტედ იმართება, წელს ტურნირს კაზინო The Bicycle მასპინძლობს. მთავარი ღონისძიების გამარჯვებულთა შორის დოილ ბრანსონი, დენ ჰერინგტონი და ჯონ ფენი არიან.