ავტორიზაცია
ქარ
WSOP Circuit Rozvadov

ქართველები როზვადოვში

adjarabet.com-ის სატელიტების და Card Player Georgia-ს ექსკლუზიური ღონისძიების, ტურნირთა ლიგის მაის-სექტემბრის თვეების გამარჯვებულები 13 ოქტომბერს WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე გაემგზავრებიან, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად €1650-ს, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი €1 000 000-ს შეადგენს.

ეს adjarabet.com-ისა და Card Player Georgia-ს მიერ დაკომპლექტებული, ქართველი მოთამაშეების რიგით მესამე გუნდია, რომელიც WSOP Circuit ტურნირებზე საასპარეზოდ მიემგზავრება.

2016 წელს როზვადოვში ვალერი ბახტურიძემ საპრიზო ფონდში შესვლა მოახერხა. მომდევნო წელს WSOP Circuit Brussels-ზე წარგზავნილმა ქართველი მოთამაშეების გუნდმა გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწია. იოსებ CHRISPAUL_ გელდიაშვილი ერთ-ერთი ღონისძიების გამარჯვებული გახდა, რისთვისაც ოქროს ბეჭედი და €21 000 მიიღო. გარდა ამისა, მთავარ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილები ექვსმა ქართველმა მოთამაშემ დაიკავა, მათ შორის, ზურაბ ბერაძემ ასპარეზობა მერვე, ხოლო ალექსანდრე მაისურაძემ მეოთხე ადგილზე დაასრულა.

ამჯერად, adjarabet.com-ის ოცდაორ და Card Player Georgia-ს ხუთ მოთამაშეს კიდევ ერთხელ მიეცათ მშვენიერი შანსი, WSOP-ის ბეჭედი მოიგონ და საკუთარი სახელი პოკერის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერონ.

გამარჯვებულებთან ერთად როზვადოვში Card Player Georgia-ს ჟურნალისტთა გუნდიც გაემგზავრება.

СardPlayer საქართველოს გუნდი მომხმარებელს, ტურნირის მნიშვნელოვან ამბებსა და ქართველი მოთამაშეების ასპარეზობის დეტალებს WSOP Circuit Rozvadov-ის სპეციალური live feed-ით შესთავაზებს.

ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლაში ჩართული ქართველი მოთამაშეების სია კი ასე გამოიყურება:

N

სახელი

ნიკი

1

ველოდი შონია

bet_man123

2

ანზორ მუკერია

drabilkich

3

ლევან ძიძიკაშვილი

levonso777

4

ირაკლი კუჭავა

irakli2127

5

ბექა მაღრაძე

lucky.beka

6

ალექსანდრე რაფავა

alekorafava

7

ნინო დუჩიძე

nino.26

8

ზაალ გასვიანი

xsovna

9

ვახტანგ ჯაფარიძე

skarpion_1

10

გიორგი მიხელიძე

jorjo777

11

გიორგი ბარაბაძე

yalabalance

12

გიორგი გორგასლიძე

giagorgi

13

რაფაელ ჟამგოციანი

raphael

14

შოთა ხაზარაძე

teleso

15

გურამ აფციაური

1st_elite

16

ბექა ლორთქიფანიძე

unname3

17

თეონა კვანტალიანი

telo_telo_telo

18

თამაზ სხირტლაძე

atc100

19

გიორგი ადეიშვილი

dzagdzagichi

20

დავით აბაშიძე

the_b0ss

21

მიხა ქორთუა

gamichite

22

დავით ოქროპირიძე

choche

23

ვაჟა ქაცარავა

vajo1993

24

ვადიმ ულმასკულოვი

lege_artis

25

არმენ ზაქარიანი

757473

26

ვარდენ ლაფაიანი

arm21222

27

ნორიკ ბეგლარიანი

nmgrapper