ავტორიზაცია

ქართველი მოთამაშეების შედეგები WSOPC როზვადოვზე

World Series of Poker Circuit-ის მთავარ ღონისძიებაზე adjarabet-ის გუნდი წელს მეექვსედ გაემგზავრა. საუკეთესო შედეგი TEAM PRO-ს წევრმა გაგა გოცაძემ აჩვენა, მან WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე ასპარეზობა მეხუთემ დაასრულდა და საპრიზო ფონდიდან €51 845 წამოიღო. 

მთავარ ღონისძიებაზე კიდევ ორმა ქართველმა მოთამაშემ გამოიჩინა თავი. adjarabet-ის სატელიტიტურნირი, სადაც მთავარი პრიზი სხვა, დიდ ტურნირზე თამაშის უფლებაას გამარჯვებულმა როლანდ ბერიძემ 66-ე ადგილისთვის €3655 მიიღო. გიორგი მევლუფიშვილმა, რომელიც როზვადოვში ჩასულ მოთამაშეებს დახვდა და ამჟამად WSOPE-ის კოლოსუსზე ასპარეზობს, 51-ე ადგილი დაიკავა და €4 136 მოიპოვა.

WSOPC როზვადოვის მთავარი ღონისძიების პარალელურად არაერთი ტურნირი მიმდინარეობდა. ორი მათგანის ტრიუმფატორები ავთანდილ მაღრაძე და ბაჩანა შენგელია გახდნენ. საპრიზო ადგილების დაკავება ავთანდილ მაღრაძემ, შოთა ხაზარაძემ, ბექა მაღრაძემ და გიორგი ბარაბაძემ მოახერხეს.

adjarabet-ის გუნდის უკრაინელმა წევრმა ოლექსანდრ ვიხტიუკმა ომაჰაპოკერის ცნობილი სახეობა, სადაც თამაში 4 ხელის კარტითა და ხუთი საერთო კარტით მიმდინარეობსს ტურნირზე მე-9 ადგილი და €1 340 დაიმსახურა. სულ ქართველმა მოთამაშეებმა WSOPC-ის ღონისძიებათა სერიაზე €73 332 მოიპოვეს. 

1.გაგა გოცაძე - €51 845

2.ავთანდილ მაღრაძე - €7 827

3.გიორგი მევლუფიშვილი - €4 136

4.როლანდ ბერიძე - €3 655

5.ბაჩანა შენგელია - €3 494

6.შოთა ხაზარაძე - €400

7.ბექა მაღრაძე - €400

8.გიორგი ბარაბაძე - €235