ავტორიზაცია
თბილისის ქეშ-ფესტივალი

ქეშ-ფესტივალამდე ერთი კვირა რჩება

მარტის მიწურულს თბილისის კაზინო Adjara მორიგ ქეშ-ფესტივალს უმასპინძლებს. ქეშ-თამაშების სერიის უცვლელი ორგანიზატორები Cash Game Tour და PokerTrest Company პოკერის მოყვარულებს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებენ. 

21 მარტიდან ქეშ-თამაშების მოყვარულებს ომაჰასა და ჰოლდემის $1/3, $2/5, $5/5, $5/10, $10/20 მაგიდებთან ფულის მოგების შანსი ეძლევათ.

ფესტივალზე ირანის, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის მოთამაშეები იასპარეზებენ.

ქეშ-თამაშების ტრადიციული მედიაპარტნიორი Card Player Georgia იქნება, რომელიც Cash Game Tour-ისა და PokerTrest Company-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ ყველა ღონისძიებას რეგულარულად აშუქებდა.

თბილისის ქეშ-ფესტივალი 26 მარტს დასრულდება.