ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა
ავტორი
ედ მილერი

ლას-ვეგასში მომხდარმა საშინელმა სისხლისღვრამ აზარტული თამაშები ახალი ამბების ფოკუსში მოაქცია. ამ სტატიაში არ ვაპირებ, მსროლელზე ან მის სათამაშო ჩვევებზე ვილაპარაკო. დღეს მინდა მოგიყვეთ იმ დისკუსიის შესახებ, რომელიც თამაშების თემას მიეძღვნა და რომლის შესახებაც სატელევიზიო ახალ ამბებში შევიტყვე.

რეპორტაჟებში ითქვა, რომ მსროლელი პოკერის შედარებით დიდფსონიანი ვიდეოთამაშების მოყვარული იყო, შესაძლოა, წარმატებულიც. მაშინვე ატყდა კამათი კომენტატორებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ პოკერის ვიდეოთამაშის წარმატებული მოთამაშე არ არსებობს, რადგან სათამაშო აპარატები ისეა დაპროგრამებული, რომ მოგება ყოველთვის დაწესებულებას რჩება.

რამდენიმე კომენტატორმა, მათ შორის, აზარტული თამაშების სამყაროსთან დაკავშირებულმა რამდენიმე ცნობილმა წამყვანმაც, ეს თემა კიდევ უფრო გააღრმავა. ისინი აცხადებდნენ, რომ აბსოლუტურად ყველა აზარტული თამაში არსებითად წამგებიანი იყო, ბლექჯეკის, ცოცხალი პოკერისა და სპორტულ თამაშებზე ფსონების დადების გარდა.

ამ მოსაზრებას სიმართლესთან არანაირი კავშირი არა აქვს. სინამდვილეში, აზარტული თამაშების უმეტესობის მოგება ლეგალურად შესაძლებელია. ამ თამაშებს შორისაა ბლექჯეკი, პოკერი, ტოტალიზატორები, ფენტეზი სპორტი, ასევე, ვიდეოპოკერი, სათამაშო აპარატები, ბაკარა, რულეტი და ბევრი სხვა სამაგიდო თამაში. ლატარიაც კი.

თამაშების უმეტესობაში გამარჯვება ამა თუ იმ გზით შესაძლებელია.

ეს ფაქტია. თუმცა, ბევრი, სხვა საკითხებში ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი ვიცი, ვინც იფიცება და ამტკიცებს, რომ ეს ტყუილია, რომ ყველა თამაში კაზინოების მოსაგებადაა შექმნილი და მოგება შეუძლებელია. შეუძლებელია, დაჟინებით ამტკიცებენ ისინი.

ერთ რჩევას მოგცემთ: ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ, როცა ამბობთ, რომ რამე შეუძლებელია. როგორც წესი, საპირისპიროს დამტკიცების გზებიც არსებობს, თუ კარგად დავფიქრდებით.

  

როგორ დავინახოთ ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ

იმის გასაგებად, თუ როგორ გაიმარჯვოთ ასეთ თამაშებში, სცადეთ იფიქროთ კომპიუტერული ჰაკერის მსგავსად. დიახ, თუ უბრალოდ კაზინოში შეხვალთ, მიადგებით ნებისმიერ თამაშსა თუ აპარატს და დაიწყებთ თამაშს, თითქმის აუცილებლად წააგებთ. დაფიქრდით სისუსტეების შესახებ. იმ თამაშში, რომელში ჩართვასაც აპირებთ, რას შეცვლიდით ისე, რომ თქვენი სისუსტე უპირატესობად გადაიქცეს?

კარტების დათვლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდია. კი, ბატონო, ბლექჯეკი წამგებიან თამაშადაა შექმნილი, მაგრამ რა იქნება, თუ დილერის ყუთიდან (ე.წ. ფეხსაცმლიდან) რამდენიმე კარტს მოვაშორებთ? რომელი კარტები უნდა მოვაშოროთ, რომ თამაში ჩვენთვის მომგებიანი გახდეს? სახელოში კარტებს ვერ დავმალავთ, ეს წესების დარღვევაა. არსებობს თუ არა იმის დადგენის რაიმე გზა, რომ კარტები, რომელთა მოშორებაც გვინდა, თამაშში მონაწილეობას არ მიიღებენ, როცა ჩვენ ფსონს ვაკეთებთ?

ამის დადგენის ერთ-ერთი გზა კარტის დათვლაა. დაიწყეთ თამაში და დააკვირდით, ხომ არ აშორებს დილერი ის, ვინც კარტს არიგებსამ კარტებს უწესრიგოდ თავისი ყუთიდან ნორმალური თამაშის მსვლელობისას. ამას რომ დაინახავთ, იწყებთ ფსონების უფრო აქტიურად კეთებას.

ცხადია, ეს არცთუ ისე ეფექტიანი გზაა – რომელიმე მოვლენის უწესრიგოდ, კანონზომიერების გარეშე მოხდენის ლოდინი ნამდვილად არაა რაიმეს გაკეთების ყველაზე სწრაფი საშუალება. შესაძლოა, არსებობს იმის ცოდნის უფრო აქტიური (ოღონდ კანონიერი) გზები, რომ კონკრეტული კარტების თამაშში შემოსვლა ნაკლებმოსალოდნელია.

რა შეიძლება ითქვას რულეტზე? ეს კი ნამდვილად მოუგებელი თამაშია, ხომ ასეა? თუმცა, რა მოხდება, თუ ყოველი დატრიალებისას შეამჩნევთ სამ ან ოთხ რიცხვს (38-იდან), რომელთა მოსვლაც ნაკლებსავარაუდო იყო? თუ თქვენი დაკვირვება სანდო იქნება, თამაში უცბად გადაიქცევა მომგებიანად.

ამის გაკეთება შეუძლებელია? დიახ, ალბათ შეუძლებელია იმის დაზუსტებით ცოდნა, რომ კონკრეტული სამი რიცხვი არ მოვა. მაგრამ, ნუთუ იმის ცოდნაც შეუძლებელია, რომ, ვთქვათ, ათი რიცხვის მოსვლა სხვებზე ნაკლებალბათურია? სიგიჟეა? სულაც არ ვგულისხმობ, რომ ეს იოლი გასაკეთებელია – მე პირადად რულეტში ვერ ვიგებ. მაგრამ, ამის მიუხედავად, არასდროს ვიტყვი, რომ მოგება შეუძლებელია ყველასთვის. შეგიძლიათ უყუროთ ბურთულას და უყუროთ ბორბალს. ნამდვილად შესაძლებელი ჩანს საკუთარი თავის ისე „გაწვრთნა”, რომ გარკვეული შედეგები ნაწილობრივ ამოიღოთ, რაც საკმარისია, რათა თამაში მომგებიანი გახდეს.

 

იმის დანახვა, რასაც სხვები ვერ ხედავენ პოკერში

მთავარი იდეა აქ არის ასეთი: „რა უნდა შეიცვალოს, რომ ეს არამომგებიანი სიტუაცია მომგებიანი გახდეს?” ან ასეთი: „რა დამატებითი ინფორმაციაა საჭირო, რომ ეს არამომგებიანი სიტუაცია მომგებიანი გახდეს?”

ამ აზარტული თამაშების უმეტესობაში სულ მცირე რამის შეცვლაც კი საკმარისია იმისთვის, რომ გამარჯვების სასწორი თქვენკენ შემოტრიალდეს. წაგებულის ნაწილობრივი დაბრუნება. მცირეოდენი დამატებითი ინფორმაცია. მცირე ცვლილება თამაშის საწყის პირობებში.

იმის თქმით, რომ მოგება შეუძლებელია, თქვენ ამბობთ, რომ ეს მცირე ცვლილებები სრულიად შეუძლებელია ნებისმიერ გარემოებაში. არადა, თუ ყურადღებით იქნებით, შეძლებთ ისეთი შესაძლებლობების პოვნას, რომლებსაც სხვები ვერ ხედავენ.

როგორ მიესადაგება ეს ყველაფერი პოკერს? პირველ რიგში, ასეთი მიდგომა სასარგებლოა დამატებითი ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით. იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ: „როგორია ამ კარტის გათამაშების „ძლიერი” გზა?”, უმჯობესია, იფიქროთ ასე: „რა სახის ინფორმაცია დამეხმარება უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში?”

მაგალითად, ვთქვათ, თქვენი გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, ბლეფობს თუ არა მეტოქე ფლეშ-დროთი. თუ თქვენს ვარაუდებს სულ მცირე დამატებითი ინფორმაციით მაინც გაამყარებთ, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყოყმანი შეწყვიტოთ და ცხადი, მომგებიანი გადაწყვეტილება მიიღოთ.

დაფიქრდით ამ ინფორმაციის მოპოვების გზებზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ინფორმაცია იმ კარტის შესახებ, რომელიც გიჭირავთ, ან ინფორმაცია, რომელიც მეტოქის თამაშზე დაკვირვებით მიიღეთ. ინფორმაციის მოპოვების მიზნით შეგიძლიათ ოპონენტს კითხვებიც კი დაუსვათ. სულაც არ გჭირდებათ, რომ მან თავისი კარტი გაგიმხილოთ. რამდენიმე მინიშნება იმის შესახებ, თუ რა კარტი არა აქვს, შეიძლება საკმარისი გახდეს თქვენთვის გადაწყვეტილების მიღებისას.

კიდევ ერთი გზაა აზროვნების მიმართულების საპირისპიროთი შეცვლა. შეიძლება თუ არა მეტოქისთვის მომგებიანი სიტუაციის არამომგებიანად გადაქცევა? ვთქვათ, მას თამაში კარგად წაუვიდა. სულ უფრო ხშირად აკეთებს ბეტს და გაიძულებთ, დაფოლდოთ, თუ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე სათქვენო კარტი არ მოვიდა. ზოგჯერ ჯობია, გარისკოთ და სიტუაცია ბუნდოვანი გახადოთ, ვიდრე მოწინააღმდეგეს მომგებიანად თამაშის გაგრძელების საშუალება მისცეთ.

ორივე ამ მეთოდში ყველაფერი ინფორმაციის გარშემი ტრიალებს. დამატებითი, სანდო ინფორმაციის მოძებნა ძალიან სასარგებლოა, ისევე, როგორც მეტოქისთვის ნაკლებად სანდო, დამაბნეველი ინფორმაციის მიწოდება.

 

დასკვნითი ფიქრები

ყველა რჩევას, რომლებიც აზარტულ თამაშებს უკავშირდება – პოკერი იქნება, ბლექჯეკი, ვიდეოპოკერი თუ ნებისმიერი სხვა, – ერთი რამა აქვს საერთო. ყველა გულისხმობს, რომ თქვენ თამაშს საბაზისო, საწყისი ფორმით თამაშობთ და ხელი არ მიგიწვდებათ არანაირ დამატებით ინფორმაციასა თუ დამატებით მოგებაზე.

თქვენ არ გჭირდებათ საბაზისო თამაში. თქვენ გჭირდებათ სათქვენო მიდგომების მოძებნა და გამოყენება. გჭირდებათ ასეთი ფიქრები: „რა უნდა იყოს სხვანაირად, რომ მე მოვიგო? რა დამატებითი ინფორმაცია უნდა მქონდეს?” თუ ამ კითხვებს პოკერის მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან დასვამთ, მალევე იპოვით ისეთ შესაძლებლობებს, რომლებსაც სხვები ვერასოდეს დაინახავენ. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში