ავტორიზაცია
შონ უინტერი

შონ უინტერმა $495 210 მოიგო

ბაჰამის კუნძულები წლის პირველ მნიშვნელოვან ღონისძიებათა სერიას PokerStars Caribbean Adventures-ს მასპინძლობს. ერთ-ერთი ჰაიროლერის გამარჯვებული ამერიკელი პროფესიონალი შონ უინტერი გახდა, პირველი ადგილისთვის მან $495 210 მიიღო.

ჰაიროლერზე, რომლის ბაი-ინი $25 000-ს შეადგენდა, 75 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც სტივენ ჩიდვიკიკრისტოფ ფოგელსანგიშტეფან ზონთაიმერიჯეისონ კუნიიგორ კურგანოვიჯო ქადა და აიზეკ ჰაქსტონი არიან.

ფინალურ ჰედზაპში უინტერმა ამერიკელი სუპერმოთამაშე დევიდ პეტერსი დაამარცხა, მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან $352 040 შეხვდა.