ავტორიზაცია

ჩინური (pineapple) პოკერი

მოთამაშეს კარტების დასალაგებლად აქვს 13 თავისუფალი ადგილი, რომლებიც განაწილებულია სამ რიგში, ესენია: ქვედა, შუა და ზედა ხაზები. ქვედა და შუა ხაზები 5-5 უჯრისგან შედგება, ხოლო ზედა 3 უჯრისგან. მოთამაშეს თითოეულ ხელში კარტები ურიგდება 5-ჯერ, პირველ ჯერზე ურიგდება 5 კარტი, რომელთაგან 5-ვეს ალაგებს ნებისმიერ უჯრაში, ნებისმიერ ცარიელ ადგილებზე. ყოველ მომდევნო რიგებაზე მოთამაშეს ურიგდება 3 კარტი, რომელთაგან ორს ალაგებს ნებისმიერ ცარიელ ადგილზე, ხოლო ერთს აგდებს „თრეშში“. იმისათვის, რომ საუკეთესო კომბინაციები გააკეთოთ, შეგიძლიათ თქვენი გადაყრილი კარტების ნახვა. 

ჩინურ პოკერში მოთამაშის მიზანია, დაალაგოს რაც შეიძლება მაღალი კომბინაცია თითოეულ რიგში, ამასთან, დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობა:  ქვედა რიგის კომბინაცია მეტი ან ტოლი უნდა იყოს შუა რიგის კომბინაციაზე, ხოლო შუა რიგის კომბინაცია მეტი უნდა იყოს ზედა რიგის კომბინაციაზე. ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში მოთამაშე „ჩაიწვება“ თამაშის ამ კონკრეტულ ხელში. რაც უფრო მაღალი იქნება დალაგებული კომბინაციები, მით მეტ ქულას მოუგებს მოთამაშე მოწინააღმდეგეს. ქულების შესახებ დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.

 

ჩინური პოკერის თამაშის პარამეტრები:

როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ თამაშისას ჩინურ პოკერს აქვს გარკვეული პარამეტრები, ესენია: თამაშის ტიპი, ერთი ქულის ღირებულება, ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებადს ღირებულება და მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა.

თამაშის ტიპი შეიძლება იყოს 25-იანი, 50-იანი, 100-იანი, ანუ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობს რამდენქულიანიცაა. მაგალითად, თუ 1 ქულის ღირებულება არის 1 ლარი, მაშინ 50-ქულიან მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად შეადგენს 50 ლარს, ხოლო თუ 100ია, მაშინ ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად შეადგენს 100 ლარს.

ორკაციან მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე სესიის ხანგრძლივობაა 2 ხელი ფენტეზის გარეშე. ხოლო სამკაციან მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე - 3 ხელი ფენტეზის გარეშე. სესიაში მოთამაშეს არ შეუძლია მაგიდის ბაი-ინზე მეტი თანხის წაგება.

 

ფენტეზი

ფენტეზი არის ბონუსთამაში. რომელში მოსახვედრადაც აუცილებელია ზედა ხაზში დავაწყოთ ორი ქალი (QQx) ან უპირატესი კომბინაცია, თან ისე, რომ არ დაირღვეს კომბინაციების დალაგების პრინციპი თამაშში. ანუ, ქვედა რიგის კომბინაცია უნდა იყოს უპირატესი ან ტოლი შუა რიგის კომბინაციაზე, და თავის მხრივ, შუა რიგის კომბინაცია მეტი უნდა იყოს ზედა რიგის კომბინაციაზე. თუ ეს პირობა დაირღვევა, მოთამაშე ჩაიწვება და ვერ შეძლებს ფენტეზიში -ბონუსთამაშში შესვლას.

ფენტეზიში შესვლისას, მოთამაშეს დაურიგდება 14 კარტი ერთდროულად, ანუ ყველა ის კარტი, რომელიც განკუთვნილია საბოლოო კომბინაციების შესადგენად. დარიგებული კარტებიდან ჩვენ წინასწარ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა სიძლიერის კომბინაციების დალაგებას შევძლებთ, ხაზების პრინციპების დაცვით. ბონუსთამაში გვეხმარება, წინასწარ ვიცოდეთ ხაზებზე ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობა და არ შევადგინოთ კომბინაციები ნაწილ-ნაწილ, როგორც ეს სტანდარტული დარიგებისას ხდება.

საგულისხმოა, რომ ფენტეზიში შესვლა ზედიზედ, მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი. როდესაც ფენტეზიში ვიმყოფებით და გვსურს მასში დავრჩეთ , ამისათვის მინიმუმ ქვედა ან შუა ხაზზე უნდა დავალაგოთ ოთხი ერთნაირი ღირებულების კარტი (კარე), ან ზედა ხაზში სამი ერთნაირი ღირებულების კარტი (სამეული, ტრიპსისამეული, რომელშიც შედის ხელის ერთი კარტი და მაგიდის ორი კარტი, სეტისამეული, რომელშიც შედის ხელის ორი კარტი და მაგიდის ერთი კარტი). ცხადია, ამ შემთხვევაშიც ხაზების მიმდევრობის პრინციპის დაცვით.

 

ზოგადი ქულები

 

  • ვიგებთ ზედა, შუა და ქვედა ხაზებს: 6 ქულა
  • ვიგებთ ზედა და შუა ხაზებს, ქვედა გაიყო: 2 ქულა
  • ვიგებთ ზედა და შუა ხაზებს, ვაგებთ ქვედას: 1 ქულა
  • ვიგებთ ზედას, გაიყო შუა და ვაგებთ ქვედას: Push (გაყოფა)

 

 

კომბინაციათა სიმაღლეები ქულების შესაბამისად

 

ქვედა ხაზი

  • ფლეში: 4 ქულა
  • ფულ-ჰაუსი: 6 ქულა
  • ოთხეული (კარე): 10 ქულა
  • სტრიტ-ფლეში: 15 ქულა
  • როიალ-ფლეში: 25 ქულა

 

შუა ხაზი

  • ფლეში: 8 ქულა
  • ფულ-ჰაუსი: 12 ქულა
  • ოთხეული (კარე): 20 ქულა
  • სტრიტ-ფლეში: 30 ქულა
  • როიალ-ფლეში: 50 ქულა

 

ზედა ხაზი

  • 66: 1 ქულა
  • 77: 2 ქულა
  • 88: 3 ქულა
  • 99: 4 ქულა
  • 10,10: 5 ქულა
  • JJ: 6 ქულა
  • QQ: 7 ქულა
  • KK: 8 ქულა
  • AA: 9 ქულა
  • 222: 10 ქულა
  • 333: 11 ქულა
  • 444: 12 ქულა
  • 555: 13 ქულა
  • 666: 14 ქულა
  • 777: 15 ქულა
  • 888: 16 ქულა
  • 999: 17 ქულა
  • TTT: 18 ქულა
  • JJJ: 19 ქულა
  • QQQ: 20 ქულა
  • KKK: 21 ქულა
  • AAA: 22 ქულა