ავტორიზაცია
ჯონ ჰენიგანი და შონ დიბი

ცვლილებები WSOP-ის ლიდერბორდში

პოკერის დედაქალაქ ლას-ვეგასში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებათა სერია World Series of Poker გრძელდება. მთავარი ღონისძიება ჯერ არ დასრულებულა და წინ კიდევ 12 ტურნირია, თუმცა ამ ეტაპზეც უკვე გამოიკვეთა საუკეთესო მოთამაშის წოდების რამდენიმე კანდიდატი.

3130 ქულით პირველ ადგილზე ამერიკელი სუპერმოთამაშე, ხუთი ოქროს სამაჯურის მფლობელი ჯონ ჰენიგენია. მან ცხრაჯერ შეძლო ფულის მოგება, ოთხჯერ ითამაშა ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან და ერთი ოქროს სამაჯური მოიპოვა. 

მეორე ადგილს გასული კვირის ლიდერი შონ დიბი იკავებს. მან 12-ჯერ მოიგო ფული და ერთი ოქროს სამაჯური მოიპოვა. მის ანგარიშზე 2 769 ქულაა. 

საუკეთესო მოთამაშეების ათეული კი ასე გამოიყურება:

ადგილიმოთამაშექულები
1 ჯონ ჰენიგენი 3,130.76
2 შონ დიბი 2,769.11
3 სკოტ ბოლმანი 2,413.61
4 ერიკ ბოლდუინი 2,356.95
5 მაიკ ლი 2,294.28
6 პოლ ვოლპი 2,278.47
7 ჟულიენ მარტინი 2,096.31
8 ბენ იუ 2,036.83
9 ელიო ფოქსი 2,010.14
10 მარიო პრატს გარსია 2,005.73