ავტორიზაცია
ქარ
შიდა სტრეიტი წესების მასწავლებელი
წესების მასწავლებელი: არ აჩვენოთ არაფერი! უწესო დილერი
ჩვენი პატივისცემა ლი რობერტ შრაიბერს: „იყიდეთ საკუთარი სახლი; შექმენით საკუთარი წესები”.
ავტორი
Card Player

ამ თვის ორივე კითხვა საშინაო თამაშებს ეხება და შრაიბერი („პოკერი, როგორც ცხოვრება”) გვახსენებს, რომ წესი წესია: „რაც უნდა მოიფიქროთ, ერთი წესი ყველაზე მაღლა დგას: როგორც სათამაშო სახლი იტყვის, ისე იქნება. როცა გინდათ რომელიმე წესი შეცვალოთ, მიმართეთ სახლს. თუ შედეგი ხელს არ გაძლევთ, იყიდეთ საკუთარი სახლი; შექმენით საკუთარი წესები”.

 

არ აჩვენოთ არაფერი, თუ არაა საჭირო

ძვირფასო წესების მასწავლებელო,

ეს სცენა გათამაშდა ყოველკვირეული სახლის თამაშის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს, რომლის მონაწილეები უკვე ათ წელზე მეტია, ერთად თამაშობენ. მე ვიტყოდი, რომ მოთამაშეები წესიერი ხალხია, კარგად იციან და იცავენ წესებს.

უარეს პოზიციამოთამაშის პოზიცია დილერთან მიმართებით, რომელიც თამაშის სტრატეგიის განმსაზღვრელიცააზე მყოფი მოთამაშე („უპოზიციო”) ბეტს აკეთებს AQxxx რივერზე. უკეთეს პოზიციამოთამაშის პოზიცია დილერთან მიმართებით, რომელიც თამაშის სტრატეგიის განმსაზღვრელიცააზე მყოფი მოთამაშე ამბობს: „უნდა დავქოლო. ტუზი მაქვს”, და ქოლავს. ამის შემდეგ კარტი ისევ ხელში უჭირავს და ჩვენებას არ აპირებს, სანამ „უპოზიციო” არ აჩვენებს თავისას. „უპოზიციო” ყოყმანობს, რაღაცას ჩუმად ბურტყუნებს, ბოლოს კი თავის კარტს ამოუტრიალებლად ნაგავში ყრის. მისი მეტოქეც უჩვენებლად ყრის თავის კარტს და ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეები მიაქვს.

უცებ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე დიდი კამათი ატყდა, როცა ერთმა მოთამაშემ, რომელიც ამ ხელში არ მონაწილეობდა, განაცხადა, რომ მოგებულმა მოთამაშემ თავისი კარტი უნდა აჩვენოს, რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ მან „კუთხიდან ისროლა”. დარწმუნებული ვარ, ოფიციალურ წესში (კაზინოში) ეწერებოდა, რომ „უპოზიციო” ვალდებული იყო დაეძალებინა მოწინააღმდეგისთვის მისი კარტის ჩვენება, ხოლო მას შემდეგ, რაც მან თავისი კარტი დაყარა, მისთვის ეს ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეები დაკარგულია (შესაძლოა, ეს წესი სხვადასხვა პოკერრუმში სხვადასხვაა).

1. ის, რომ ეს სახლის თამაში იყო, იძლევა თუ არა წესების შეცვლის უფლებას?

2. მიგაჩნიათ თუ არა მოგებული მოთამაშის ქცევა კუთხიდან სროლაროდესაც მოთამაშე თავის რიგზე ადრე აკეთებს სვლას, რათა ოპონენტების შესახებ მეტი შეიტყოს მათი რეაქციის მიხედვითდ (საკუთარი კარტის ვერბალიზაცია ჩვენების გარეშე)?

დიდი მადლობა.

პოკერის მოყვარული ჯეი.

 

ძვირფასო ჯეი,

გმადლობთ წერილისათვის. კუთხიდან სროლის საკითხს კიდევ მივუბრუნდებით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ „უპოზიციო” მოთამაშეს პირველს უნდა ეჩვენებინა თავისი კარტი. აი, რა წერია ლუ კრიგერის და შერი ბუკოვსკის ნაშრომში „პოკერის წესები: ძირითადი პრინციპები ყველა თამაშისთვის”: ვაჭრობის უკანასკნელ რაუნდში ბოლო მოთამაშე, რომელმაც ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს ან რეიზიფსონის გაზრდა გააკეთა (და პასუხად ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრება მიიღო), ვალდებულია, პირველმა აჩვენოს თავისი კარტი.

ისიც აღსანიშნავია, რომ მის მეტოქეს, კარგ პოზიციამოთამაშის პოზიცია დილერთან მიმართებით, რომელიც თამაშის სტრატეგიის განმსაზღვრელიცააზე მყოფ მოთამაშეს, რომელმაც ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს დაუქოლა, შეუძლია თავისი კარტი აჩვენოს, მაგრამ, რადგან მისმა ოპონენტმა თავისი კარტი ჩვენების გარეშე დაყარა, ვალდებული არ არის, თუ ვინმემ არ სთხოვა ჩვენება. მას შეუძლია თავისი კარტი აჩვენოს, ვინაიდან ეს მეგობრული თამაშია, მას კი ტუზი უჭირავს. სტრატეგიის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ურჩევნია აჩვენოს, რათა მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსს დაანახოს, რომ ყოველთვის არ ბლეფობს, ან, მეორე მხრივ, შეუძლია აჩვენოს, რომ იბლეფა. ყველა შემთხვევაში, ის არაა ვალდებული თავის კარტი ამოატრიალოს, თუ ამას არავის სთხოვს.

მივუბრუნდეთ ისევ კრიგერსა და ბუკოვსკის. წესი 5.20: თხოვნა მოგებული მოთამაშის კარტის ჩვენების შესახებ: თუ ვაჭრობის უკანასკნელ რაუნდში ყველა მოთამაშემ დაყარა კარტი, გარდა ერთისა, ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეები უნდა გადაეცეს ამ დარჩენილ მოთამაშეს მისი კარტის ჩვენების ვალდებულების გარეშე. მაგრამ თუ მაგიდის რომელიმე მონაწილე მოითხოვს გამარჯვებული კარტის ნახვას, დილერმა უნდა ამოატრიალოს ეს კარტი, სანამ დასტაში შეურევს. ამ წესის შესრულება შედარებით ძნელია საშინაო თამაშებში, სადაც კარტს თავად მოთამაშეები არიგებენ, თუმცა მისი დაცვაროდესაც მოთამაშე ცდილობს, თავი ბლეფისგან დაიცვას და საეჭვო მოთამაშეს აიძულებს, დაფოლდოს ან კიდევ უფრო მეტ ფულს შევიდეს მაინც შესაძლებელია.

თუმცა, მოგებული მოთამაშე – თავისი წინასწარგამოცხადებული ტუზით – მთლად უდანაშაულო არ არის. მას არა აქვს უფლება, თავისი კარტის შესახებ ინფორმაცია სიტყვიერად გასცეს. კაზინოში ამისთვის, სავარაუდოდ, დასჯიდნენ (ტურნირში გააფრთხილებდნენ, გამეორების შემთხვევაში კი, უფრო სერიოზულ ზომებს მიიღებდნენ). თუ ის ცდილობდა, მეტოქე ფოლდზე წაექეზებინა, მაშინ აშკარად კუთხიდან სროლაროდესაც მოთამაშე თავის რიგზე ადრე აკეთებს სვლას, რათა ოპონენტების შესახებ მეტი შეიტყოს მათი რეაქციის მიხედვითა. ეს სწორედ ის მომენტია, რომ მოთამაშეებმა კარტის ჩვენება სთხოვონ. თუ ტუზი აქვს, მაშინ თქვენი მეგობრები ეტყვიან: „შენს კარტზე აღარ ილაპარაკო, მეგობარო”. ხოლო თუ არა აქვს, შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს კუთხიდან სროლაროდესაც მოთამაშე თავის რიგზე ადრე აკეთებს სვლას, რათა ოპონენტების შესახებ მეტი შეიტყოს მათი რეაქციის მიხედვით იყო და რეაგირება აუცილებელია.

აქვს თუ არა დიდი მნიშვნელობა იმას, რომ ეს საშინაო თამაში იყო? აქვს, თუ თქვენი თამაშის მონაწილეები მოისურვებენ. თქვენი თამაშია, ამიტომ წესებიც თქვენია, თუმცა წესების მასწავლებელს ურჩევნია ისეთი საშინაო თამაშები, სადაც კაზინოს სიტუაციას ბაძავენ. კარგი იქნება, თუ რამდენიმე ძირითად წესზე მოილაპარაკებთ და ყველანი შეთანხმდებით მათ დაცვაროდესაც მოთამაშე ცდილობს, თავი ბლეფისგან დაიცვას და საეჭვო მოთამაშეს აიძულებს, დაფოლდოს ან კიდევ უფრო მეტ ფულს შევიდესზე. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე სერიოზული საშინაო თამაშის მთავარი მიზანი ხომ გართობა და სასიამოვნო ურთიერთობებია.

 

უწესო დილერი

ძვირფასო წესების მასწავლებელო,

გარკვეული ხნის განმავლობაში ერთ სახლში გამართულ ყოველკვირეულ ტურნირებში ვმონაწილეობდი. ზოგ მოთამაშეს უყვარს თერნიკარტი, რომელიც მაგიდაზე ფლოპის შემდეგ და რივერის წინ იდება. მაგიდის მეოთხე კარტისა და რივერიბოლო კარტი, რომელიც მაგიდაზე იხსნებას კარტის ნახვა მას შემდეგ, რაც გათამაშება დასრულებულია. მე ეს არ მომწონს, იმიტომ, რომ ამით იმ მოთამაშეს, ვინც დაფოლდა, ეძლევა შანსი დარწმუნდეს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ეს დავა, რომელზეც მოგიყვებით, ერთ-ერთ ასეთ საღამოს მოხდა. ფლოპიპირველი სამი კარტი, რომლებიც მაგიდის ცენტრში ერთდროულად რიგდება და იხსნებას შემდეგ მხოლოდ მე და დილერი ის, ვინც კარტს არიგებს(ამ შემთხვევაში, თამაშის მონაწილე, რომელმაც კარტი დაარიგა) დავრჩით. მე ოლინი გამოვაცხადე. დილერს თავისი კარტი წინ ელაგა და ზედ კარტების პროტექტორი ედო. ჩემი ოლინის გამოცხადებისთანავე მან ამოატრიალა თერნიკარტი, რომელიც მაგიდაზე ფლოპის შემდეგ და რივერის წინ იდება. მაგიდის მეოთხე კარტის და რივერიბოლო კარტი, რომელიც მაგიდაზე იხსნებას კარტები, ისე, რომ არც უთქვამს, რომ ქოლავდა და წვებოდა, და ვერც მე მოვასწარი კითხვა, რას აკეთებდა. მას შემდეგ, რაც ორივე ეს კარტი ნახა, დილერმა თავისი კარტი ნაგავში გადაყარა. მე ვთქვი, რომ ეს ოლინი მე მოვიგე. მან მიპასუხა, რომ მისი ფოლდიკარტის დაყრა, გათამაშებიდან გასვლა აშკარა იყო, რადგან მას არც ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრება გამოუცხადებია სიტყვიერად და არც ფული გადაუხდია. ეს დილერი ის, ვინც კარტს არიგებსიმ სახლის მასპინძელია, ამიტომ სხვებს არაფერი უთქვამთ, მე კი მას მერე აქ თამაში აკრძალული მაქვს.

ჩემი კითხვა ასეთია: უნდა გადაეხადა თუ არა დილერს ჩემთვის ოლინის თანხა?

ცაცია.

 

ძვირფასი ცაციავ,

ძალიან კარგი სახელი გაქვთ. წესების მასწავლებელი მემარჯვენეა, მაგრამ ყოველთვის უნდოდა, რომ მისთვის „ცაცია” დაეძახათ.

თქვენი კითხვა, ცაციავ, ის კი არაა, უნდა გადაეხადა თუ არა დილერს თქვენთვის ოლინის საფასური. თქვენი კითხვაა: „უნდა მიხაროდეს თუ არა, რომ აღარ ვთამაშობ გაიძვერასთან, ვინც წესებს თავის ნებაზე ცვლის?”, ამ კითხვის პასუხი ცალსახად დადებითია. თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო ძნელია.

ახლავე აგიხსნით, რატომ. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ სიტუაციის თავიდან არიდება შეეძლო, თქვენა ხართ. იმავე წამს, როგორც კი დილერი ის, ვინც კარტს არიგებსთერნის ამოტრიალებას დაიწყებდა, უნდა გეთქვათ: „დრო!”, შემდეგ კი დილერისთვის აგეხსნათ: „მეგობარო, შენ ახლა ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებსს წინაშე დგახარ. ქოლავ თუ წვები?”

თუ ის კვლავ განაგრძობს დასტიდან კარტების ამოტრიალებას – რაც ძალიან ცუდი საქციელია მისი მხრიდან – მაშინ შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ მისი უმოქმედობა ქოლს ნიშნავს, თუმცა ეს დასკვნა არაა ფაქტით გაძლიერებული, რადგან დილერს ჩიპები მაგიდის ცენტრში არ დაუდია (შეუძლებელია კამათი, როცა ბანკში ჩიპები უკვე აწყვია. ამიტომ ეცადეთ, რომ ჩიპები ბანკში აღმოჩნდეს, სანამ რამე ქმედება დაიწყება). ასეთი რამ არასდროს მოხდებოდა პოკერრუმში ან ნებისმიერ თამაშში, სადაც პროფესიონალი დილერი ის, ვინც კარტს არიგებსგემსახურებათ, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. წესების მასწავლებელს სჯერა, რასაც თქვენი დილერი ის, ვინც კარტს არიგებსამბობს – ანუ ის, რომ მან ფოლდიკარტის დაყრა, გათამაშებიდან გასვლა გადაწყვიტა (თუმცა ეს კარგად არ გამოჩნდა. ფოლდიკარტის დაყრა, გათამაშებიდან გასვლა ფიქსირდება, როცა კარტს ნაგვის დასტაზე ყრით).

თქვენი დილერი ის, ვინც კარტს არიგებსარასწორად მოიქცა, მაგრამ მისი მხრიდან ბოდიში სრულიად საკმარისი იქნებოდა. გირჩევთ, ახალი სათამაშო სახლი იპოვოთ, ცაციავ. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში