ავტორიზაცია
სუ­ლე­ლუ­რი შეც­დო­მე­ბი
ჯონათან კარამალიკისი
ამ რუბ­რი­კა­ში Card Player-ი პო­კე­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს სთხოვს, გა­იხ­სე­ნონ წარ­სუ­ლი და მოგ­ვითხ­რონ თა­ვი­ან­თი შეც­დო­მე­ბი­სა და ხარ­ვე­ზე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა გა­მოს­წო­რე­ბაც მო­უხ­დათ, რა­თა თა­მა­ში გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ.
ავტორი
ხულიო როდროგესი

ავსტრალიელი ჯონათან კარამალიკისი ქარიშხალივით შემოიჭრა ონლაინპოკერის სამყაროში და სულ მალე ვარსკვლავად იქცა. მის აქტივში ონლაინთამაშებში მოგებული თითქმის $6,5 მილიონი დოლარია. თუმცა, ბოლო წლებში ჯონათანმა დაამტკიცა, რომ ცოცხლადაც მშვენივრად თამაშობს – მის ანგარიშს კიდევ $3 მილიონი დაემატა.

2010 წელს კარამალიკისმა APTT Sundey-ს მთავარი ტურნირი მოიგო $454304-იანი პირველი პრიზით. 2017 ჯონათანის საუკეთესო წელი იყო – მეორე ადგილი და $429611 CPPT Venetian-ის ტურნირზე და ასევე მეორე ადგილი დაა $523343 „ბელაჯიოს თასზე”.

დღეს კარამალიკისი მოგვითხრობს, რა საფრთხეს შეიცავს პოკერის ავტოპილოტი.

 

თამაში რომ დავიწყე, თავიდან არც ისე კარგად გამომდიოდა, მაგრამ მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და ნელ-ნელა გამოვასწორე. ყოველთვის ფოკუსირებული ვიყავი თამაშზე, ვცდილობდი, ნებისმიერ სიტუაციაში საუკეთესო შესაძლო გადაწყვეტილება მიმეღო.

მას შემდეგ, რაც თამაშში დავხელოვნდი, თანდათან გავზარმაცდი და ცუდი ჩვევებიც შევიძინე. ისეთი პერიოდი მქონდა, როცა კონცენტრაცია სრულიად დავკარგე, ხშირად არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი მნიშვნელოვან დეტალებს. ფსონებს ისე ჩავდიოდი, რომ მათ სიდიდეზე წესიერად არც ვფიქრობდი. მეტოქეთა ფსონებს ვქოლავდი ისე, რომ არანაირი გეგმა არ მქონდა თერნიკარტი, რომელიც მაგიდაზე ფლოპის შემდეგ და რივერის წინ იდება. მაგიდის მეოთხე კარტისა თუ რივერიბოლო კარტი, რომელიც მაგიდაზე იხსნებასთვის. ვთამაშობდი სრულიად დაუფიქრებლად, მხოლოდ საკუთარი კვალიფიკაციის იმედით.

მაგრამ თამაშისთვის მხოლოდ კვალიფიკაცია, მხოლოდ თამაშის კლასი საკმარისი არ არის, მოთამაშე უნდა იყოს მუდმივად კონცენტრირებული და ყოველთვის საუკეთესო სვლების მოძებნას ცდილობდეს. როცა გარკვეულ წარმატებას აღწევ, უკვე ეჩვევი მოგებას და თამაშის შესწავლას ნაკლებ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს უთმობ. ყურადღებაც გეფანტება. წაგებას კი ცუდ იღბალს აბრალებ.

როცა წარუმატებელი პერიოდი გამიგრძელდა, მივხვდი, რომ იღბალი არაფერ შუაში იყო, მთავარი „დამნაშავე” მე ვიყავი. შევიცვალე გარემო, დავიწყე სხვა მოთამაშეების თამაშზე დაკვირვება, ასევე, ინტენსიური ვარჯიში. შეიძლება ითქვას, რომ გამოვფხიზლდი. დღეს უფრო ყურადღებით ვარ და ვცდილობ, მაშინვე შევამჩნიო, როცა მექანიკურად თამაშს ვიწყებ და „აუტოპილოტს ვრთავ”, რაც დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესდადრო ყველა მოთამაშეს ემართება.

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში