ავტორიზაცია
შიდა სტრეიტი საუბრები მაგიდასთან
ჯონ სინი - თავისი გამარჯვებისა და სამომავლო გეგმების შესახებ
WSOP-ის მთავარი ტურნირის გამარჯვებული - ჯონ სინი
ავტორი
ხულიო როდროგესი

ჯონ სინს ერთხელ უკვე ჰქონდა პოკერის ისტორიაში შესვლის შანსი. ეს იყო 2016 წელს. ინფორმაციული ტექნოლოგიების ყოფილი კონსულტანტი და ინდიანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ყველასათვის მოულოდნლად, WSOP-ის ფინალური მაგიდის მისადგომებთან აღმოჩნდა. თუმცა, პატარა სტეკისტეკი, რომელიც ჩიპებით სხვა სტეკებზე ნაკლებიათა და ხელის Q-10-ით ოლინის გამოცხადების შემდეგ, ის გორდონ ვაიოს A-K-ს დაეჯახა, ტურნირიდან გამოვარდა და მე-11 ადგილი დაიკავა.

$650000 მშვენიერი „მანუგეშებელი” პრიზია, მაგრამ სინს აშკარად მეტი უნდოდა. ორი წლის შემდეგ ის მთავარ ტურნირში დაბრუნდა და არა მხოლოდ ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსს მიაღწია, არამედ გაიმარჯვა და ოქროს სამაჯურსა და $8,8 მილიონს დაეუფლა.

Card Player-მა მოახერხა სინთან შეხვედრა და გასაუბრება მისი ამ გამარჯვებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

Card Player: მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ პოკერის თამაში. როგორ იზრდებოდით, როგორც მოთამაშე?

ჯონ სინი: პოკერის თამაში სკოლის მაღალ კლასებში დავიწყე. ძალიან მალე „ჩამითრია”. თუმცა, ოთხი თუ ხუთი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ მოგება და წაგება გამეთანაბრებინა და, მთლიანობაში, ჩემი ფული არ წამეგო. კოლეჯის შემდეგ ჩემს ახლანდელ მეგობარს, ლანსს შევხვდი, რომელმაც გაცილებით მეტი მასწავლა პოკერის შესახებ. თანდათან მივაღწიე იმ მომენტს, როცა ჩავთვალე, რომ თამაში უკვე საკმაოდ კარგად შემეძლო. კოლეჯის დამთავრებიდან ერთ წელიწადში სამსახურიდან წამოვედი და გადავწყვიტე, ერთი წელი მარტო პოკერისთვის დამეთმო. შემდეგ ისევ სამსახურს დავუბრუნდი, რადგან ვფიქრობდი, რომ პოკერი არსად გამექცეოდა, მაგრამ საბოლოოდ ისევ თამაში ვამჯობინე.

 

CP: რომელ თამაშებს ანიჭებდით უპირატესობას, სანამ პირველ წარმატებას მიაღწევდით მთავარ ტურნირში? როგორ შეიცვალა თქვენი სათამაშო გემოვნება მას შემდეგ, რაც თითქმის ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსმდე მიაღწიეთ?

ჯს: იმ მომენტისთვის ახალი დაწყებული მქონდა საშუალო და მაღალფსონიან კერძო თამაშებში მონაწილეობა ლოს-ანჯელესში. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მალე ისეთ თამაშებში აღმოვჩნდი, სადაც ფულს ვიხდიდი, როცა ვაგებდი, მაგრამ ვერ ვიღებდი, როცა ვიგებდი. ჩემი ცუდი გადაწყვეტილებების გამო ჩემი ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვს ძალიან სწრაფად იცლებოდა, იმის მიუხედავად, რომ WSOP-ში პირველი წარმატების შემდეგ სხვა ტურნირებშიც კარგად გამოვედი. ეს ყველაფერი უდიდესი გაკვეთილი იყო ჩემთვის და არ არსებობს თამაშის სწავლის უკეთესი შესაძლებლობა, ვიდრე საკუთარი მრავალრიცხოვანი შეცდომებია.

 

CP: რა ისწავლეთ თამაშის შესახებ 2016 წლის მთავარ ტურნირში ისეთი, რამაც 2018 წლის წარმატებაში ხელი შეგიწყოთ?

ჯს: ჩემი აზრით, მთავარი, რასაც ასეთ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს სწავლობ, ისაა, თუ როგორ შეინარჩუნო კონცენტრაცია ხანგრძლივ პერიოდში, მრავალდღიანი ტურნირის განმავლობაში. 2016 წელს, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის მთელ თამაშში პატარა სტეკისტეკი, რომელიც ჩიპებით სხვა სტეკებზე ნაკლებია მქონდა. ძილის წინ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ მეორე დღეს ტურნირიდან გამოვვარდებოდი. იმ წელს ოთახში ლანს კიტინგთან ერთად ვცხოვრობდი, რომელმაც 32-ე ადგილი დაიკავა. სასიამოვნო იყო ყოველ დილით მასთან ერთად სათამაშოდ ჩამოსვლა.

2018-ში თამაში დაუჯერებლად კარგად წამივიდა. ასე ნამდვილად არასდროს გამმართლებია და თავადაც უშეცდომოდ ვთამაშობდი. ამის გამო თითქმის ყოველთვის ბევრი ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენება მქონდა, ხოლო როცა სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა მიპატარავდებოდა, მალევე ვპოულობდი მისი გაორმაგების გზას და პირველობისთვის ბრძოლას ვუბრუნდებოდი. ცოტა უფრო გახსნილად ვთამაშობდი, ვიდრე მანამდე, ალბათ იმიტომ, რომ დიდი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა მქონდა. 2018 წელს ნამდვილად უფრო მეტი ხელი ვითამაშე, ვიდრე 2016-ში.

 

CP: მოთამაშეთა უმეტესობა მთავარი ღონისძიების ბოლო ეტაპებამდე რამდენჯერმე მიღწევას ვერ ახერხებს. 2016 წლის შემდეგ როგორი იყო თქვენი განწყობა ამ წარმატების გამეორებასთან დაკავშირებით? ხომ არ ფიქრობდით, რომ ეს, სავარაუდოდ, თქვენი ერთადერთი წარმატება იყო მთავარ ტურნირში? თუ გრძნობდით, რომ საქმე დაუმთავრებელი დაგრჩათ და ეს უნდა გამოგესწორებინათ?

ჯს: როცა პოკერს თამაშობ, ყოველთვის გინდა ტურნირის მაღალ საფეხურებს მიაღწიო, მაგრამ არასოდეს იცი, მოახერხებ თუ არა ამას. ჩემს გამარჯვებაში დიდ „დამსახურებას” იღბალს მივაწერ, თუმცა ისიც დამეხმარა, რომ არ ვღელავდი იმაზე, რომელ ადგილს დავიკავებდი. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ შემეძლო მეთორმეტეზე გავსულიყავი და ძალიანაც კმაყოფილი დავრჩენილიყავი, თუკი ჩემს საუკეთესო თამაშს ვითამაშებდი.

 

CP: ხომ არ გრძნობდით დამატებით ზეწოლას, ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე მოხვედრის დამატებით სტიმულს იმის გამო, რომ ორი წლით ადრე ძალიან ცოტა დაგაკლდათ?

ჯს: მახსოვს, მეგობრებს ვეხუმრებოდი, რომ სულ ცუდი კარტი მომივიდოდა და მეთორმეტე ადგილზე გამოვვარდებოდი. ისინი მიბრაზდებოდნენ ასეთი ხუმრობის გამო, მე კი ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ამითაც სრულიად კმაყოფილი ვიქნებოდი, მთავარი იყო, კარგად მეთამაშა. მართლაც ასე ვუყურებ მოგება-წაგებას, ასეთია ჩემი განწყობა. მართლა არ მაინტერესებს, რომელზე გავალ, მთავარია, დარწმუნებული ვიყო, რომ კარგად ვითამაშე. ამ განწყობას, ნაწილობრივ, მეგობარს ვუმადლი, რომელიც შარშან გარდაიცვალა. მან მასწავლა, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება უნდა მიიღო, რაც არ უნდა მოხდეს.

 

CP: წლევანდელი ფინალური მაგიდის ბაბლიბოლო მოთამაშე ფულიან ადგილებამდე. ბაბლის გავარდნის შემდეგ დარჩენილი ყველა მოთამაშე ფულად ჯილდოს იღებს ნამდვილი სიგიჟე იყო, დიდი ქულერიც ვნახეთ სამკაციანი ოლინის შედეგად, მაგრამ, თქვენი აზრით, როგორია სწორი მიდგომა ასეთ სიტუაციაში, როცა ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე მოხვედრა ასე მნიშვნელოვანია? რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ტურნირის ამ ნაწილში, ჩიპების დაგროვება თუ პრობლემებისთვის თავის არიდება?

ჯს: ფინალური მაგიდის ბაბლზე ბევრი შეცდომა არც მინახავს. მახსოვს, გავიფიქრე, ამ მომენტში ყველა მართლაც კარგად, კონცენტრირებულად თამაშობს და ამიტომ ბაბლიბოლო მოთამაშე ფულიან ადგილებამდე. ბაბლის გავარდნის შემდეგ დარჩენილი ყველა მოთამაშე ფულად ჯილდოს იღებს დიდხანს გაგრძელდება-მეთქი. თითქოს ხელსაყრელი მომენტი იყო ჩიპების დასაგროვებლად, მაგრამ ტურნირში უკვე მხოლოდ ძლიერი მოთამაშეები დარჩნენ, ამიტომ მუდმივად ფრთხილად უნდა ყოფილიყავი.

 

CP: როგორ გეძინათ მთავარი ტურნირის დღეებში? მეტისმეტად ხომ არ ნერვიულობდით?

ჯს: მგონი, საკმაოდ კარგად მეძინა, ფინალური მაგიდის სხვა მონაწილეებთან შედარებით. ჩემი მუსიკალური ფლეილისტი მქონდა, რომელიც დაძინებაში მეხმარებოდა, დილით კი ყოველთვის მაღვიძარაზე ადრე მეღვიძებოდა. სათამაშოდ რომ მივდიოდი, ყოველთვის ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერი მავიწყდებოდა, როგორც კი პირველი გათამაშება იწყებოდა. შესვენებებზე ისეთ მუსიკას ვუსმენდი, რომელიც ახლად გარდაცვლილ მეგობარს მაგონებდა. ეს ძალიან მეხმარებოდა კონცენტრირებაში.

 

CP: მთავარი ტურნირის ვიდეოჩანაწერები თუ ნახეთ? ცხადია, საბოლოო შედეგით კმაყოფილი ხართ, მაგრამ რაიმეს ხომ არ ნანობთ ან ხომ არაა რამე ისეთი, რასაც სხვანაირად გააკეთებდით?

ჯს: ჩანაწერებს ვუყურე, მაგრამ ყველა არ მინახავს. ერთი სული მაქვს, როდის გაუშვებს ეთერში ESPN და მთლიანად ვნახავ ან ჩავიწერ და მერე ვნახავ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება იმის გახსენება, თუ რას ვფიქრობდი იმ მომენტში და რა ხდებოდა სინამდვილეში. მართალი გითხრათ, დღეს ბევრ რამეს ვნანობ. ზოგ ხელს ცოტა სხვანაირად ვითამაშებდი. ვიცი, ბევრი შეცდომა დავუშვი და გამიმართლა, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩემ სასარგებლოდ დამთავრდა.

 

CP: თქვენი გამარჯვებიდან რამდენიმე თვე გავიდა. დღესაც არა გაქვთ სახლი თუ უკვე გადაწყვიტეთ, სად აპირებთ ცხოვრებას? რაიმე ექსტრავაგანტული ნივთები ხომ არ შეგიძენიათ? როგორ ისვენებთ? როგორ ერთობით?

ჯს: მთავარი ტურნირის წინ ვგეგმავდი მეგობრის გესტჰაუსში დასახლებას და ერთი წლის განმავლობაში მოგზაურობას. საკუთარ თავს ხუმრობით უსახლკაროს ვუწოდებდი, რადგან ჩემი ბარგის გადმოტანა ჯერ ვერ მოვახერხე და ტურნირის პერიოდში სასტუმრო „რიოში”, მეგობრის ნომერში ვცხოვრობდი. ერთწლიან მოგზაურობაზე ახლაც ვოცნებობ, თუმცა დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. მოგებული ფულით ორიოდე „სულელური” შენაძენი გავაკეთე, თუმცა განსაკუთრებით ექსტრავაგანტული არაფერი ჩამიდენია და არა ვარ დარწმუნებული, რომ ამის შემდეგ ჩავიდენ. ფულს ძირითადად სურსათზე ვხარჯავ.

 

CP: იმ გამარჯვების შემდეგ თქვენ მონაწილეობა მიიღეთ შოუში „პოკერი ღამით” (Poker After Dark), ამას გარდა, ხშირად გხედავენ „აივი რუმში”, სასტუმრო „არიაში”. როგორ მიდის თქვენი თამაში და აპირებთ თუ არა ამ დიდფსონიან თამაშებში რეგულარულად მონაწილეობას?

ჯს: ეს სესიები ჩემთვის საკმაოდ წარმატებულია. სიამოვნებით გავხდებოდი დიდფსონიანი თამაშების რეგულარული მოთამაშე, რადგან აქ თამაში ძალიან საინტერესოა, თუმცა, ამავე დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს, მინდა ჩემი დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესის დიდი ნაწილი მოგზაურობას დავუთმო.

 

CP: როგორ ფიქრობთ, გაქვთ თუ არა რაიმე ვალდებულებები, როგორც მთავარი ტურნირის გამარჯვებულსა და პოკერის ელჩს მსოფლიოში? ამ ტურნირის რამდენიმე გამარჯვებულმა ფული აიღო და გაუჩინარდა, სხვებმა თამაში განაგრძეს. როგორია თქვენი გეგმები საპოკერო კარიერასთან დაკავშირებით?

ჯს: პოკერის თამაშს აუცილებლად განვაგრძობ, თუმცა სულ უფრო მიჭირს ამისთვის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესის გამონახვა, თუ რაიმე დიდი ტურნირი და განსაკუთრებით კარგი თამაში არ ტარდება. ასევე, ძალიან მინდა ვიმოგზაურო და მსოფლიო მოვინახულო, როგორც თავიდანვე ვაპირებდი. მაქვს რამდენიმე კარგი პროექტი, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობ და რომლებიც ძალიან მაინტერესებს. თუმცა, ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ წარიმართება ან რით დასრულდება ეს პროექტები. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღეს „პოკერის ელჩი” გავხდებოდი, ამიტომ მიჭირს იმის თქვა, რა უნდა გავაკეთო და რა არ უნდა გავაკეთო. თუმცა, თუ შევძლებ, ეს სტატუსი პოკერის მიღმა მყოფი ადამიანების დასახმარებლად გამოვიყენო, ძალიან გამიხარდება. ♠

 

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში