ავტორიზაცია

ჯო ქადა ფინალურ მაგიდას უახლოვდება

ლას-ვეგასში, კაზინო Rio-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირების სერიის, World Series of Poker-ის მთავარი ღონისძიება გრძელდება. პოკერის დედაქალაქში მთელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები კოლოსალური ფულისა და ტიტულისთვის იბრძვიან.

მთავარ ღონისძიებაზე 7874 ადამიანი დარეგისტრირდა, რაც WSOP-ის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე დიდი დასწრებაა - პირველ ადგილზე 2006 წლის მთავარი ღონისძიება რჩება, სადაც მოასპარეზეთა რიცხვმა 8773-ს მიაღწია. ტურნირის საპრიზო ფონდი $74 015 600-ია, პირველ ადგილზე გასული მოთამაშე კი $8 800 000-ს მიიღებს.

ტურნირის მეხუთე დღე დასრულდა. შემდეგ ეტაპზე გადასვლა მხოლოდ 26-მა მოთამაშემ მოახერხა. მათ შორის არიან ოქროს სამაჯურების მფლობელები ივან ლუკა, ერიკ ფროელიხი და იექი ჟუ. ასპარეზობას აგრძელებს 2009 წლის WSOP-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ჯო ქადა. ტურნირს შონ დიბი გამოეთიშა.

ღონისძიების ჩიპლიდერი ამერიკელი არამ ზობიანია, მისი სტეკი 41 585 000 ჩიპს შეადგენს. 

თამაში 32-ე ეტაპიდან განახლდება, ბლაინდები 120 000/240 000-ს, ხოლო ანტე 40 000 ჩიპს შეადგენს.