ავტორიზაცია
გას ჰანსენი

ჰანსენი და ქეითსი Bobby's Room-ს ეწვივნენ

Bobby's Room ლას-ვეგასის კაზინო Belaggio'ს ერთ-ერთი პოკერის ოთახია, სადაც დახურულ კარს მიღმა მაღალ ლიმიტებზე მიდის თამაში. ოთახის სტუმრები სხვადასხვა დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს იყვნენ: ფილ აივი, ტომ დუანი, დენ ბილზერიანი და სხვა მაღალლიმიტიანი ქეშ-თამაშების მოყვარულები.

ბოლო მონაცემებით, ბობის ოთახს გას ჰანსენი და დენიელ ქეითსი ეწვივნენ. მიუხედავად იმისა, რომ კაზინოს ამ ნაწილში ფოტოსა და ვიდეოს გადაღება აკრძალულია, რამდენიმე ფოტოსურათი თავად ღონისძიების მონაწილეებმა გამოაქვეყნეს. 

თამაში $1500/$3000 ლიმიტზე მიმდინარეობდა და, ორი ვარსკვლავის გარდა, მაგიდის სტუმრები ენდრიუ რობლი და ლეგენდარული დოილ ბრანსონი იყვნენ.