ავტორიზაცია
სტუმრის სვეტი რეალური პოკერი
„ჩაის ფული” ურთიერთობა მოთამაშეებსა და კაზინოს პერსონალს შორის
ავტორი
როი კუკი

გინდათ შემოგთავაზოთ პროვოკაციული თემა, რომელიც პოკერის სათამაშო დაწესებულებებს ეხება? ეს არაა რელიგია და პოლიტიკა, ეს არის ე.წ. ფეხის ქირა ანუ „ჩაის ფული” – გაცილებით უფრო წინააღმდეგობრივი საკითხი.

კაზინოები კმაყოფილები არიან იმ ფაქტით, რომ მათი თანამშრომლების ანაზღაურების მთელი ტვირთი მთლიანად მომხმარებლების კისერზეა. კაზინოებს ასე ნაკლები ხარჯი აქვთ და, ამასთან, ეს თანამშრომლებს მომხმარებლების მაქსიმალურად კარგი მომსახურებისკენ უბიძგებს. ამ სისტემის ზოგიერთი ასპექტი მართლაც კარგად მუშაობს. თუმცა, ხარჯების უმეტესობა ყველაზე კეთილ ადამიანებზე მოდის, ყველაფერი დამოკიდებული ხდება ნაცნობობაზე, ხშირად კი კაზინოს პერსონალსაც და მომხმარებლებსაც უჩნდებათ გრძნობა, რომ „ჩაის ფულის” მიცემა სავალდებულოა, რაც უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს და პოკერის იმიჯისხვა მოთამაშეების წარმოდგენა შენზესთვის წამგებიანია.

თითქმის ყველა პოკერრუმის თანამშრომლებისთვის „ჩაის ფული” ისაა, რითაც მათ თავი გააქვთ და ოჯახებს ინახავენ. ეს საკმაოდ დიდი შემოსავალია, თუმცა ამ სამსახურში მიღება ძალიან მკაცრი მოთხოვნებით ხდება. წარსულში ეს ძირითადად ნაცნობობით გვარდებოდა და არა ცოდნით თუ კვალიფიკაციით. დღეს გაცილებით უფრო მეტია დამოკიდებული პირად თვისებებზე, ვიდრე ადრე.

ხშირად გამიგია, რომ „ჩაის ფული”, არც მეტი, არც ნაკლები, „კარგი მომსახურების გარანტიაა”. იმასაც ამბობენ, რომ იგი პოკერის თამაშთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილია და რომ ყველა მოთამაშე ვალდებულია, პერსონალი „ჩაის ფულით” დააჯილდოოს და ამით ხელი შეუწყოს მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. ასეა თუ არა ეს სინამდვილეში? ზოგ შემთხვევაში, ასეა. სხვა შემთხვევებში – ნამდვილად არა.

კაზინოს თანამშრომლების ერთი ნაწილისთვის თავიანთი სამუშაოს არსი მომხმარებლებისთვის ფულის გამორთმევაა. ასეთი მიდგომა ხშირად შედეგიანია, მაგრამ სხვა, უარყოფითი შედეგებიც მოაქვს – ნაცნობობა, პოკერისთვის სახელის გაფუჭება, თანამშრომლებისთვის არასწორი მიზეზებით გაცემული „ჩაის ფული”. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი მიდგომა კაზინოს სხვა თანამშრომლებს მომხმარებლის უკეთესი მომსახურებისკენ უბიძგებს, ოღონდ ეს ეხება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, ვინც მათ ფულით აჯილდოებს. თუმცა, არიან კაზინოს თანამშრომლებს შორის ისეთებიც, ვისაც თავის მთავარ ამოცანად მთლიანად პოკერრუმის მიზნების შესრულება მიაჩნია და მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ მის პოკერრუმში მისვლა მომხმარებლებისთვის სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს.

რეკრეაციულ მოთამაშეთა უმეტესობა „ჩაის ფულს” მექანიკურად იძლევა, რადგან ასეა მიჩვეული. მათ უნდათ, სიამოვნება მიიღონ თამაშით და დიდად მაშინაც არ წუხდებიან, როცა მათ ცუდად ემსახურებიან. ისინი სულ რამდენიმე საათს თამაშობენ, ამიტომ მათი ხარჯებიც მინიმალურია. პერსონალისგან ისინი კარგ მომსახურებას ელიან და იმსახურებენ კიდეც. რეკრეაციული მოთამაშეები ხომ პოკერის ეკონომიკის გულია. მათ გარეშე ეს თამაში გამოიფიტებოდა და მოკვდებოდა. მაშინაც კი, როცა ასეთი მოთამაშეების მომსახურება პრობლემატურია, პოკერრუმის თანამშრომლებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა ისინი კმაყოფილები იყვნენ. ეს არა მარტო პოკერის, არამედ ყველას ინტერესებშია!

სერიოზული მოთამაშისთვის, რომელიც პოკერს ეკონომიკური აღმავლობის საშუალებად აღიქვამს და პოკერრუმში ძალიან ბევრ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს ატარებს, „ჩაის ფული” დიდი ხარჯია. თუმცა, სათამაშო დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ მთლიანად პოკერის კეთილდღეობაში, ძალას არ იშურებენ, რომ თქვენ წარმატების მიღწევის საშუალება მოგცენ. მე მწამს, რომ ამ ძალისხმევისთვის ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჯილდოს.

 

 

თუმცა, არიან ისეთი თანამშრომლებიც, რომლებიც მომხმარებლებზე ზრუნვით დიდად თავს არც იწუხებენ. თავადაც არაერთხელ შევსწრებივარ, როგორ ეუხეშებოდნენ კაზინოს წარმომადგენლები მოთამაშეებს. ამის მიუხედავად, ისინი მაინც ელიან, რომ „ჩაის ფულით” დააჯილდოებენ. ასეთი თანამშრომლები ნამდვილად არ იმსახურებენ ჩვენს მადლიერებას. მათთვის „ჩაის ფულის” არმიცემას შეუძლია ის შედეგი მოიტანოს, რომ ისინი შეეცდებიან თავიანთი მომსახურების ისეთ დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებაზე აყვანას, რომ ჩვენ მათი დაჯილდოება მოგვინდეს.

როგორც არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონალისადმი თავაზიანად მოქცევას. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, ყველას გვაქვს ცუდი დღეები. ადამიანზე მსჯელობა მხოლოდ მისი ცუდი მომენტების გამო არაობიექტურია. ასე რომ, მე არ გირჩევთ, რომ კაზინოს თანამშრომელს „ჩაის ფული” არ მისცეთ მხოლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევის გამო. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ კარგად მოგემსახურონ, მაგრამ ზოგჯერ ეს არ გამოსდით, მაინც იმსახურებენ ჯილდოს თავიანთი ძალისხმევისთვის.

ჩვენ, მოთამაშეებს, შეგვიძლია შევცვალოთ პოკერრუმების მუშაობის ხარისხი. „ჩაის ფულის” გადახდა ვალდებულებად არ უნდა აღვიქვათ. ამავე დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს, აუცილებლად უნდა დავაჯილდოოთ ისინი, ვინც ძალისხმევას არ იშურებს პოკერის „თემის” წევრების სამსახურში და ჩვენს ცხოვრებას უფრო იოლს და კომფორტულს ხდის, რითაც თავადაც იუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ ორივე მხარემ ერთმანეთს პატივი ვცეთ, მოთამაშეები კი დაეხმარონ კაზინოს თანამშრომლებს თავიანთი საქმიანობის გაუმჯობესებაში და ამით მეტი ფულის შოვნაში.

სათამაშო დაწესებულებაში მუშაობა ძალიან ძნელია, განსაკუთრებით, დიდფსონიან პოკერრუმებში, სადაც ხშირად გვხვდება მომხმარებელთა ძლიერი ემოციები დიდძალი ფულის მოგებისა თუ წაგების გამო. კარგად მოექეცით და დაეხმარეთ მათ, ვინც ყველანაირად ცდილობს გაალამაზოს თქვენი სათამაშო გამოცდილება, უხვად დააჯილდოეთ ისინი. იმუშავეთ მათთან ერთად, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს – ვაქციოთ პოკერრუმები უფრო მიმზიდველ და სასიამოვნო ადგილებად. თუ სერიოზული მოთამაშე ხართ, კარგი პერსონალი დაგირიგებთ უფრო ბევრ ხელს, ფუჭად დახარჯავს ნაკლებ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს, უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის რეკრეაციულ მოთამაშეებს, არ გაგაბრაზებთ და არ გეუხეშებათ, პოკერის თამაშს სასიამოვნო საქმიანობად აქცევს და მეტი ფულის მოგების საშუალებას მოგცემთ.

მიეცით ცოტა ფული ან საერთოდ არ მისცეთ არაფერი მათ, ვინც თავს არ იწუხებს კარგი მომსახურებით, დააჯილდოეთ მხოლოდ ისინი, ვინც კარგად მუშაობს! ამ უკნასკნელთა ძალისხმევის შედეგად თქვენ მდიდრდებით. როცა ადამიანი ფულს გაძლევთ, თქვენ მორალურ ვალდებულებას გრძნობთ, რომ ამ ადამიანს სიკეთითვე უპასუხოთ. აგრძნობინეთ კაზინოს თანამშრომლებს, რომ მათი შრომა დაფასებულია. ეს გააუმჯობესებს სიტუაციას ყველასთვის.

რაც შეეხება მათ, ვინც არაფერს აკეთებს მომსახურების გასაუმჯობესებლად – თუ თქვენ არ იზრუნებთ ჩემს კომფორტზე და მაინც ელით, რომ მე ვიზრუნებ თქვენსაზე, მაშინ იცოდეთ, ძალიან დიდი იმედგაცრუება გელით! ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში