ავტორიზაცია
შიდა სტრეიტი საუბრები მაგიდასთან
10 სამაჯურის მფლობელი - დოილ ბრანსონი
დოილ ბრანსონი თამაშისთვის თავის დანებების შესაძლებლობას განიხილავს თავისი, სავარაუდოდ, უკანასკნელი WSOP-ის ტურნირის წინ.
ავტორი
ერიკ ფას­ტი

დოილ ბრანსონი პოკერის სამყაროს ცოცხალი ლეგენდაა. 84 წლის მოთამაშე WSOP-ის სამაჯურის ათგზის მფლობელია, მათგან ორი კი მთავარ ტურნირში გამარჯვებისთვის მიიღო. ბრანსონი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ ყველაზე მაღალი დონის თამაშებში, მაგრამ კაცმა, რომელსაც „ტეხასელ დოლის” უწოდებენ, სულ მალე შეიძლება თავისი საოცარი კარიერის დასრულება გადაწყვიტოს.

11 ივნისს ბრანსონმა ტვიტერზე დაწერა, რომ „რიოში” აპირებდა წასვლას, სადაც მეორე დღიდან ჩაერთვებოდა WSOP-ის ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით ჰოლდემიასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტითს 2-7 ლოუბოლ-ტურნირში, $10000-იანი ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებადთ.

ტურნირის გრაფიკთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო ბრანსონი ადგილზე ცოტა ადრე მივიდა და დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესის გაყვანას ცდილობდა. გარს თაყვანისმცემლების არმია შემოხვეოდა, ყველას უნდა ფოტოს გადაღება პოკერის დიდების დარბაზის წევრთან. სხვა თუ არაფერი, მათ დიდ ნაწილს პოკერი სწორედ ბრანსონის რევოლუციური წიგნით, „სუპერსისტემით” ჰქონდა ნასწავლი.

Card Player-მაც მოახერხა ცოტა ხნის გასაუბრება ბრანსონთან, სანამ ეს უკანასკნელი თავისი მაგიდისკენ გაეშურებოდა (ამ ტურნირზე ის ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე მოხვდა და მეექვსე ადგილითა და $43963-ით დაკმაყოფილდა). ამ საუბრის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს ბრანსონმა გაგვიზიარა თავისი გეგმები წლის ბოლოს პოკერიდან წასვლისა და მოთამაშის 50-წლიანი კარიერის დასრულების შესახებ.

 

Card Player: ტვიტერზე დაწერეთ, რომ ეს შეიძლება თქვენი უკანასკნელი WSOP-ის ტურნირი იყოს. თუ მართლაც ასე მოხდა, გვითხარით, როგორი იქნება თქვენი შთაბეჭდილება WSOP-ის შესახებ მთლიანობაში?

დოილ ბრანსონი: თავდაპირველად ეს იყო პოკერის მოთამაშეების ლას-ვეგასში მოზიდვის კარგი ხერხი. ასეთი იყო ამ ღონისძიების საწყისი მიზანი და, როგორც ვხედავთ, ეს მიზანი მიღწეულია.

 

CP: გასული საუკუნის 70-იან წლებში თუ წარმოიდგენდით, როგორი გახდებოდა WSOP დღეისთვის – მრავალრიცხოვანი დარბაზებით, ათასობით და ათასობით მოთამაშით, სატელევიზიო რეპორტაჟებით, კორპორაციული სპონსორებით და ა.შ.?

დბ: არა, რა თქმა უნდა! მახსოვს, ერთხელ ბენი ბინიონმა მითხრა: „იცი, ერთ დღეს აქ ასზე მეტი მონაწილე გვეყოლება”.

 

CP: როგორც ვიცი, დღესაც თამაშობთ ქეშ-გეიმებს, როცა გცალიათ, მაგრამ ბოლო წლებში ტურნირებში ისე ხშირად აღარ მონაწილეობთ. რატომ შეამცირეთ მათი რაოდენობა?

დბ: 57 წელია, რაც დაქორწინებული ვარ, და ჩემი ცოლი ბოლო დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს ძველებურად ჯანმრთელად ვეღარ არის. ვერ იძინებს, სანამ მე არ მივალ. ამიტომ მხოლოდ ქეშ-გეიმებს ვთამაშობ, ისიც ხანმოკლე სესიებს, რათა საღამოს 9-10 საათისთვის შინ ვიყო. როცა ტურნირში ხარ და თამაში კარგად მიგდის, ღამის 2-3 საათზე ადრე სახლამდე ვერ მიაღწევ, და ზუსტად ამიტომ ვერიდები მათ. ჩემი აზრით, დღესაც შემიძლია ტურნირში ვითამაშო, ფიზიკურად ჯერ კიდევ შემიძლია მრავალსაათიან თამაშს გავუძლო. ჯანმრთელობა ყოველთვის კარგი მქონდა, მადლობა ღმერთს, მაგრამ დღეს სინდისი არ მიშვებს, რომ ავადმყოფი ცოლი შინ დიდი ხნით მარტო დავტოვო. სულ მინდა, მასთან ერთად ვიყო. ამიტომ ვგეგმავ ზაფხულის ბოლოს თამაშისთვის თავის დანებებას და მთელ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს ჩემს ცოლს დავუთმობ.

 

CP: ძალიან საწყენია, რომ თქვენი მეუღლე თავს კარგად ვერ გრძნობს. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ. თუ ტურნირებს ასე იშვიათად თამაშობთ, რატომ აირჩიეთ თქვენს, შესაძლოა, უკანასკნელ ტურნირად ეს კონკრეტული ღონისძიება?

დბ: 2-7 ლოუბოლი ჩემი საუკეთესო თამაშია. დილით შვილმა მობილურზე მომწერა, რომ ამ ტურნირის მეორე დღეს დავრეგისტრირებულიყავი. თუ ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსს მივაღწიე, რაც ნაკლებად სავარაუდოა, შინ გვიან ღამით მომიწევს მისვლა... ცოლს ველაპარაკე და მითხრა, რომ მასზე არ ვიდარდო და მშვიდად ვითამაშო. ეს ერთგვარი გამომშვიდობებაა WSOP-თან. არა მგონია, რომ კიდევ ვითამაშო... ან, შეიძლება, ერთი $50000-იანიც ვითამაშო.

CP: WSOP-ის მთავარი ღონისძიება, რომელიც ორჯერ გაქვთ მოგებული, დღეს ნამდვილ მარათონად იქცა. წელს არ აპირებთ ამ ტურნირზე თამაშს?

დბ: არა, ნამდვილად არ ვაპირებ.

 

CP: რას ფიქრობთ პოკერის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ? დღეს გახშირდა დიდი ტურნირები ბევრი მონაწილით, როგორიცაა, მაგალითად, Colossus-ი, მომრავლდა სუპერჰაიროლერებიც გიგანტური ბაი-ინებით. როგორც უკვე თქვით, ტურნირები იმისთვის მოიგონეს, რომ ხალხი ქეშ-გეიმების სათამაშოდ მიეზიდათ. დღეს კი ისინი თავად გახდა მთავარი მოვლენა პოკერში. რას იტყვით კონკრეტულად სატურნირო პოკერის შესახებ?

დბ: დღეს ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა. ახალგაზრდებმა, რომლებიც ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით ჰოლდემზე არიან ფოკუსირებულები, ეს თამაში ახალ დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებაზე აიყვანეს. ჰოლდემიასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტითს საუკეთესო მოთამაშეებთან უშუალოდ ჰოლდემიასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტით არცთუ ისე ხშირად მითამაშია. საინტერესო კი იქნებოდა ყველაზე ძლიერებთან დაპირისპირება და იმის ნახვა, გაგვასწრეს თუ არა ბებერ გვარდიას. ალბათ გაგვასწრეს, ზუსტად არ ვიცი, რა შეეძლოთ ესწავლათ ისეთი, რაც მე არ ვიცი, მაგრამ ალბათ მაინც გაგვასწრეს. ვიცი, რომ დენიელ ნეგრეანუ ამ ტურნირებში დღესაც მშვენივრად გამოდის. სწორედ მან მითხრა, რომ ჰოლდემიასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტით უკვე ისეთ სიმაღლეზეა ასული, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ. ცოტა ხნის წინ მწვრთნელიც კი დაიქირავა, რომ თამაშის ოპტიმალურ დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებას მიაღწიოს. შეიძლება ჰოლდემიასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტით მართლაც ძალიან შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ კი ზუსტად ვიცი – ეს დიდებული თამაშია.

 

CP: მალე პოკერის კარიერის დასრულებას აპირებთ. როცა უკან იხედებით და იხსენებთ ყველაფერს, რასაც მიაღწიეთ, რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ ამერიკისა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის ცოცხალი ლეგენდა ხართ?

დბ: კარგად ვიცხოვრე. ახალგაზრდობაში სპორტი მიყვარდა და კალათბურთელის კარიერას ვუმიზნებდი. შემდეგ ფეხი დავიზიანე და კალათბურთზე ოცნებას დავემშვიდობე. შეჯიბრება ძალიან მიყვარდა, ამიტომ პოკერის თამაში დავიწყე, რომელიც ამის საშუალებას მაძლევდა. ეს მშვენიერი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ხშირად ვერ ნახავთ, რომ 84 წლის კაცი 30 წლის ახალგაზრდებს არაფერს უთმობდეს. პოკერი ჩემთვის ყოველთვის ბევრს ნიშნავდა. ბუნებით მებრძოლი ვარ და გული სულ შეჯიბრებისკენ მიმიწევს, პოკერი კი ამის საშუალებას ყოველთვის მაძლევდა. ამისთვის მისი ძალიან მადლიერი ვარ. ცხოვრებაში ბევრჯერ გამიმართლა, ბევრჯერაც გამიჭირდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღესაც აქა ვარ. ♠

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში