ავტორიზაცია
ქარ
შიდა სტრეიტი
$100000-იანი ჯეკპოტის ამბავი
მამაკაცი მეგობარ ქალს სთხოვს, მის ნაცვლად დააჭიროს სლოტის აპარატის გამშვებ ღილაკს, მაგრამ მთელი მოგებული $100000-იანი ჯეკპოტი ქალს მიაქვს
ავტორი
ბრაიან პემპუსი

ფრთხილად იყავით, როცა ვინმეს სთხოვთ, თქვენი სლოტის აპარატის გამშვებ ღილაკს დააჭიროს.

„მაიამი ჰერალდის” ცნობით, ამ დაუწერელი წესის სამართლიანობა საკუთარ თავზე გამოსცადა ერთმა ფლორიდელმა მოთამაშემ, რომელიც იანვრის ერთ დღეს „სემინოლ ჰარდ-როკ კაზინოში” მეგობარ ქალთან ერთად შევიდა $50-იან სლოტის აპარატზე სათამაშოდ.

როგორც ჯენ ფლატო ამბობს, მან თავად ჩადო $50-იანი სლოტის აპარატში და თავის მეგობარ ქალს, მარინა მედვედევა ნავაროს შესთავაზა, გამშვებ ღილაკზე დაეჭირა, აქაოდა, იღბლის მოზიდვის მიზნით. ეს ყველაფერი $100000-იანი ჯეკპოტიპრიზი, რომელიც ენიჭება მოთამაშეს გარკვეული პირობების შესრულების შედეგად. მაგალითად, ზოგიერთი კაზინო აჯილდოებს მოთამაშეს იმ შემთხვევაში, თუ ის აგებს კარეთი ან უფრო მაღალი კომბინაციითთ დასრულდა.

იმის გამო, რომ, ტექნიკურად, ნავარო ჩავიდა ფსონს, კაზინომ მოგებული ფული მას მიაკუთვნა – $50000 ნაღდ ფულად, $50000 კი – ჩეკიბეტი ფულის გარეშე, ე.წ. სიტყვიერი ბეტი. ჩეკი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოთამაშის სვლაა და მანამდე არცერთი ფსონი არ გაკეთებულათ. ვიდეოჩანაწერმა დაადასტურა, რომ ღილაკს ხელი სწორედ ნავარომ დააჭირა.

როგორც კაზინოს ადმინისტრაცია აცხადებს, ქალმა დაცვაროდესაც მოთამაშე ცდილობს, თავი ბლეფისგან დაიცვას და საეჭვო მოთამაშეს აიძულებს, დაფოლდოს ან კიდევ უფრო მეტ ფულს შევიდესც მოითხოვა, რათა კაზინოდან უსაფრთხოდ წასულიყო.

ფლატო გაოგნებული უყურებდა მიმავალ მეგობარს.

მეგობრებმა ერთმანეთი კაზინოში გაიცნეს 2015 წელს. ფულის მოგებიდან ორი კვირის შემდეგ ნავარომ მეგობარს ტელეფონით მოკლე შეტყობინება გაუგზავნა.

„კიდევ ვერ მიტან?” – ეკითხებოდა ქალი.

„ეს როგორ გამიკეთე?” – უპასუხა ფლატომ.

„ჰერალდთან” ინტერვიუში ნავარომ უარყო მომხდარის ფლატოსეული ვერსია და განაცხადა, რომ აპარატში ჩადებული ფული სწორედ მისი იყო და ფლატომაც იცოდა, რომ მოგებულ თანხას ის იღებს, ვინც ღილაკს აჭერს. მან ასევე განაცხადა, რომ აპარატში ფლატოს საკლუბო ბარათი იმიტომ იდო, რომ მას (ნავაროს) უნდოდა, რომ ფლატოს დამატებითი შეღავათები და სერვისები მიეღო.

როგორც ფლატო ამბობს, მას სასამართლოში ჩივილი არ შეუძლია, რადგან არც ერთი იურისტი ამ საქმეს ხელს არ მოკიდებს. მან Card Player-ს განუცხადა, რომ არაერთხელ უნახავს, როგორ ირღვეოდა ეს წესი ქვეყნის სხვადასხვა კაზინოში. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში