ავტორიზაცია
მთავარი
2018 წლის წარმატებული ქართველი მოთამაშეები
ავტორი
ოთარ ჯანგავაძე

2018 წელი დასრულდა. განვლილი წელიწადი ქართველი მოთამაშეებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. თვალი გადავავლოთ პოკერის მოთამაშეების სიას, რომლებმაც საერთაშორისო ტურნირებზე მსხვილი თანხის მოგება შეძლეს.

 

გაგა გოცაძე

 

World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარ ტურნირზე ასპარეზობა adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრმა გაგა JIGSAW. გოცაძემ მეხუთე ადგილზე დაასრულა. საპრიზო ფონდიდან ქართველ მოთამაშეს €51 845 შეხვდა.

მთავარ ღონისძიებაზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად €1650-ს შეადგენდა, 675 ადამიანი დარეგისტრირდა. მათ შორის, ევროპული პოკერის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც მარტინ კაბრელი, ანდრეას ეილერი და ბენ ბენსიმონი არიან. გოცაძემ ტურნირის მსვლელობისას დისციპლინირებული თამაში აჩვენა და ყველა დღეს მისი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა საშუალოზე მაღალი იყო.

ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან მისი მეტოქეები საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალები იყვნენ: WSOPC Rotterdam-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ბენ ბენსიმონი, რომელსაც ვარდისფერი ბაჭიის სახელითაც იცნობენ. ჩეხი პროფესიონალი რიფატ ჯეჯიჩი. ფინალისტებს შორის იყო კიდევ ერთი გამოცდილი მოთამაშე, EPT Sochi-ს არაერთი ტურნირის გამარჯვებული, რუსი ალექსანდრ მერჟინსკი. მიუხედავად რთული ფილდისა, გოცაძემ ზემოხსენებული პროფესიონალების ნაწილი უკან მოიტოვა, უკანასკნელ ბლაინდამდე იბრძოლა და პრაქტიკულად უშეცდომო თამაში აჩვენა.

გოცაძე ამ გამარჯვებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქართველი პოკერის მოთამაშე გახდა.

 

ბექა მაღრაძე

 

წლევანდელი adjarabet.com-ის რიგით მეექვსე გუნდის ერთ-ერთი წევრი, ახალგაზრდა ქართველი მოთამაშე ბექა lucky.beka მაღრაძე იყო. იგი სატელიტიტურნირი, სადაც მთავარი პრიზი სხვა, დიდ ტურნირზე თამაშის უფლებაას გამარჯვებული გახდა და WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე გაემგზავრა, თუმცა ტურნირი ფულადი მოგების გარეშე დაასრულა. მაღრაძის ტრიუმფალური მსვლელობა კი იმავე ადგილას ერთი თვის შემდეგ დაიწყო. ქართველმა პროფესიონალმა ზედიზედ ორ შეჯიბრებაში გაიმარჯვა.

კაზინო King’s-ში გამართულ Italian Poker Sport-ის მთავარ ღონისძიებაზე მაღრაძე 599 მოთამაშეს შორის საუკეთესო აღმოჩნდა და პირველი ადგილი მოიპოვა. გამარჯვებისთვის მან €31 774 მიიღო.

იტალიურ სერიას გერმანული მოჰყვა. German Poker Days-ის ჰაიროლერზე adjarabet.com-ის გუნდის წევრმა პირველი ადგილი დაიკავა. საპრიზო ფონდიდან მაღრაძეს €10 971 შეხვდა.

ამ ორი გამარჯვებით მაღრაძემ, გოცაძის მსგავსად, წარმატებული ქართველი მოთამაშეების რეიტინგში საგრძნობლად აიწია.

 

ზურაბ ეჯიბია

 

ზურაბ ეჯიბია 2016 წლის adjarabet-ის WSOPC Rozvadov-ის გუნდის წევრი იყო. სამწუხაროდ, შინ ის მოგების გარეშე დაბრუნდა. ამის მიუხედავად, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ცოცხალ პოკერში წარმატებისთვის მიეღწია და 2017 წელს თავისი ხარჯებით კვლავ როზვადოვში გაემგზავრა და წარმატებითაც იასპარეზა.

ტრადიციას ეჯიბიამ არც 2018-ში უღალატა და, შეიძლება ითქვას, უკვე „მშობლიურ” როზვადოვში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. მან 49-ჯერ მოიპოვა ფულადი ჯილდო. სულ ორი სეზონის ჯამში კი $86 000 მოიგო. ამ რეზულტატით ეჯიბია ცოცხალი პოკერის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქართველების ხუთეულს აგვირგვინებს.

 

გიორგი მევლუფიშვილი

 

გიორგი მევლუფიშვილი, იგივე Zigigi, ზურაბ ეჯიბიას მსგავსად, როზვადოვში გამგზავრებულ ქართულ დესანტს კაზინო King’s-ში დახვდა.

ჩეხეთის ლას-ვეგასში ქართველი მოთამაშე არაერთი თვე იმყოფებოდა. ჩვენი იქ ყოფნის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს მან WSOPC-ის მთავარ ღონისძიებაზე 51-ე ადგილი და €4136 მოიპოვა.

მევლუფიშვილმა ერთ სათამაშო სეზონში €20 000-მდე თანხის მოგება მოახერხა. ყველაზე მაღალშემოსავლიან ქართველ მოთამაშეთა რეიტინგში იგი მეათე ადგილს იკავებს.

 

დიმიტრი ჯანუაშვილი

 

დიმიტრი ჯანუაშვილი როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ქართულ ქეშ-სივრცეებში ცნობადი მოთამაშეა.

წელს იგი მრავალ სხვა ქართველ მოთამაშესთან ერთად სომხეთის კურორტ წახკაძორში Russian Poker Tour-ის ღონისძიებათა სერიაზე გაემგზავრა.

ჩვენი პოკერის მასწავლებლისგან განსხვავებით, ჯანუაშვილი სამშობლოში ტიტულით დაბრუნდა. მან სერიის ჰაიროლერზე პირველი ადგილი დაიკავა, რისთვისაც საპრიზო ფონდიდან $8000 მიიღო.

 

როლანდ ბერიძე

 

WSOPC Rozvadov 2016-ისა და Card Fest Batumi-ს მონაწილე როლანდ Goodmove ბერიძე წელს ონლაინსატელიტის გამარჯვებული და როზვადოვში მიმავალი adjarabet.com-ის მეექვსე გუნდის წევრი გახდა.

ბერიძემ WSOPC როზვადოვის მთავარი ტურნირი 66 ადგილზე დაასრულა და საპრიზო ფონდიდან €3655 მიიღო.

გაგა გოცაძისა და გიორგი მევლუფიშვილის გარდა, ის ერთადერთი ქართველი იყო, რომელმაც WSOPC Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე ფულადი ჯილდო მოიპოვა.

 

ბაჩანა შენგელია

 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის „რა? სად? როდის?” კაპიტანი ბაჩანა შენგელია წარმატებული პოკერის მოთამაშეა. ონლაინსივრცეში მას Jan-Karlo-ს სახელით იცნობენ. 2016 წელს მან WSOPC Tbilisi-ს ღონისძიებათა სერიაზე ოქროს ბეჭედიც მოიპოვა.

adjarabet.com-ის გუნდის წევრმა როზვადოვში ყოველდღიურ ტურნირზე გაიმარჯვა, რისთვისაც საპრიზო ფონდიდან €3494 მიიღო. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში