ავტორიზაცია
ფილ ჰელმუთი

2018 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა: #8 ფილ ჰელმუთის მე-15 ოქროს სამაჯური

ლეგენდარულმა ფილ ჰელმუთმა გასულ წელს საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და კარიერაში World Series of Poker-ის მე-15 ოქროს სამაჯური მოიპოვა. თვალი გადავავლოთ როგორ წარიმართა ტურნირი, რომელზეც ჰელმუთმა რეკორდული ტიტული მოიპოვა.

No-Limit Hold'em (30-minute levels) ტურნირზე, რომლის ბაი-ინი $5 000-ს შეადგენს, 452 მოთამაშე დარეგისტრირდა. მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც ლივ ბოერიკლიფ ჯოზეფიკრის ფერგიუსონი, ანტუან საუ და სერხიო აიდო არიან.

ფინალურ ჰედზაპში ჰელმუთმა ორი ოქროს სამაჯურის მფლობელი სტივენ ვოლანსკი დაამარცხა. მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან $299 807 შეხვდა.

ამ გამარჯვებისთვის პირველადგილოსანმა $485 082 მიიღო. ჰელმუთი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშეა, კარიერის განმავლობაში მას $22 145 540 აქვს მოგებული.