ავტორიზაცია
მაიკ ლი

2018 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა: #9 მაიკ ლის თაღლითობა

გასულ წელს World Poker Tour Fallsview-ს გამარჯვებული კანადელი პროფესიონალი მაიკ ლი გახდა. ლის ტიტული, $358 000 და WPT Champions-ის საგზური გადაეცა.

ფინალური ჰედზაპი მასსა და მის კანადელ მეგობარ რაიან იუს შორის გაიმართა. ჰედზაპის დაწყებამდე პროპორციით ორი ერთთან ჩიპლიდერი იუ იყო. პირველივე დარიგებაში იუ 4 000 000 ჩიპს გავიდა, საპასუხოდ მეტოქემ 4 600 000 ჩიპი დაბეთა, იუმ დაფოლდა. შემდეგ დარიგებაში ლიმ გალიმპა, იუმ 5 მილიონის რეიზი გააკეთა და ლის ოლინს ფოლდით უპასუხა. დარჩენილი 40 000 ჩიპი იუმ რამდენიმე წუთში წააგო და თამაში დასრულდა. 

WPT-ის წესების თანახმად, საპრიზო ფონდის გაყოფა ჰედზაპის დაწყების წინ დაუშვებელია. მოთამაშეებმა წესები არ დაარღვიეს, თუმცა აშკარაა, რომ იუმ თავის მეგობარს სტეკი"გადაუსხა". ჰედზაპს არაერთი პოკერის მოთამაშე გამოეხმაურა, ძირითადად, ლის საქციელს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

"ჩემი აზრით, ლი WPT-ს უპატივცემულოდ მოექცა, გარდა ამისა, მან POY(Player of The Year) ქულები მიიღო არაფერში", - ამბობს პოკერის მოთამაშე დენ ო'ბრაიენი.

"ჩემთვის მისაღებია ფულის გაყოფა. მაგრამ ტიტულისთვის უნდა იბრძოლო, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ მსგავს ჰედზაპს?" - ეხმიანება ფინალს პოკერის სუპერვარსკვლავი ჯეისონ მერსიე.

მაიკ ლიმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია: "ჩემთვის ფულის გაყოფა ტიტულის გარეშე სრულიად მიუღებელი იყო. $150 000 მე არაფერს მიწყვეტს, ტიტულის დათმობის ინიციატორი თვითონ იუ იყო, თანხა ჩიპების შეფარდებით გავიყავით, შესაბამისად, ვერ ვხვდები, უარი რატომ უნდა მეთქვა. გარდა ამისა, ძალიან ცდებით, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ტიტული არ დამიმსახურებია. რიგით მეხუთე ვხვდები WPT-ის ფინალში და ჰედზაპამდე მისვლა არც ისე მარტივი საქმეა, რაც ჯერჯერობით მე თქვენზე კარგად გამომდის".