ავტორიზაცია
შიდა სტრეიტი 5 ფაქტი ვარსკვლავზე
5 ფაქტი პოკერის ვარსკვლავის დევიდ პიტერსის შესახებ
ავტორი
Card Player

დევიდ პიტერსი ერთი მოკრძალებული კაცია, რომელშიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სატურნირო მოთამაშეს ძნელად თუ ამოიცნობთ. 31 წლის ტოლედოელი (ოჰაიოს შტატი) პროფესიონალი ბოლო წლებში სტაბილურობის ერთ-ერთი ნიმუში იყო და წარმატებულად თამაშობდა როგორც უდიდესი ბაი-ინების მქონე, ისე შედარებით მცირეფსონიან ტურნირებზე მონაწილეთა დიდი რაოდენობით. გთავაზობთ ხუთ ფაქტს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ დევიდ პიტერსის შესახებ.

  1. 2016 წელს პიტერსმა გერმანელი ამომავალი ვარსკვლავის, ფედორ ჰოლცის წარმატება გადაფარა და წლის მიწურულს მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებებით Card Player-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს დაეუფლა. იმ წელს პიტერსი 22-ჯერ მოხვდა ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე, ხუთჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და ჯამში $7,3 მილიონი მოიგო. მისი ბოლო ოთხი ფინალური მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობს დეკემბერში შედგა, ხოლო წელი პიტერსმა $25000-იანი ჰაიროლერის მოგებით დაასრულა, ახალი წლის დადგომამდე ორი დღით ადრე.

  2. Card Player-ი წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს ერთი წლით ანიჭებს. ეს ვადა რომ ხუთ წლამდე გაიზარდოს, პიტერსი ალბათ ამ ხუთი წლის საუკეთესო მოთამაშე იქნებოდა. 2013 წლიდან მოყოლებული, ის სამჯერ მოხვდა წლის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში – მეოთხე ადგილი 2013 წელს, პირველი – 2016-ში და მეოთხე – 2017-ში. 2015 წელი პიტერსმა ისევ წარმატებული სპრინტით დაასრულა და წლის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში 36-ე ადგილი დაიკავა. ჯერჯერობით ის ტემპის შენელებას არ აპირებს და ამ მომენტისთვის ისევ წლის საუკეთესო ათეულშია.

  3. დღეისათვის პიტერსი მე-13 ადგილს იკავებს ყველა დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეთა შორის – მის ანგარიშზეა ცოცხალ ტურნირებში მოგებული $23357667. პირველი ფულადი ჯილდო მან 2006 წელს მიიღო, მას შემდეგ კი 327-ჯერ გავიდა საპრიზო ადგილებზე და 27-ჯერ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. მის აქტივშია ოთხი შვიდნიშნა ფულადი პრიზი, რომელთაგან ყველაზე დიდი, $2,3 მილიონი, 2016 წლის WPT National Philippines-ის $200000-იან ჰაიროლერში მიღწეული მეორე ადგილისთვის მიიღო.

  4. დევიდ „ბეიქს” ბეიკერისა და დევიდ „ოუ-დი-ბი” ბეიკერის მსგავსად, პოკერის სამყაროში არსებობს ორი მოთამაშე, რომელთაც დევიდ პიტერსი ჰქვიათ. ეს სტატია ოჰაიოში დაბადებულ დევიდ პიტერსს ეძღვნება, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი დევიდ პიტერსი რანჩო-სანტა-ფედან, რომელსაც ცოცხალ ტურნირებში $700000-ზე ოდნავ მეტი აქვს მოგებული. ორივე დევიდ პიტერსი ერთმანეთს სათამაშო მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან 2018 წელს, WSOP-ის $100000-იან ჰაიროლერზე შეხვდა.

  5. პიტერსი ერთ-ერთია იმ რამდენიმე მოთამაშიდან, ვინც ერთნაირი წარმატებით თამაშობს ჰაიროლერებშიც და შედარებით მომცრო ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებადს მქონე ტურნირებშიც. 2016 წელს პიტერსმა WSOP-ის პირველი სამაჯური მოიგო, როცა ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით ჰოლდემიასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტითს $1500-იან ტურნირში გაიმარჯვა 1860 მონაწილეს შორის. $412557, რომელიც მან ამ გამარჯვებისთვის მიიღო, სიდიდით მხოლოდ მეთოთხმეტეა მის მიერ მოგებულ ჯილდოებს შორის. ♠

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში