ავტორიზაცია
შიდა სტრეიტი 5 ფაქტი ვარსკვლავზე
5 ფაქტი პოკერის ვარსკვლავის ფილ ჰელმუთის შესახებ
ავტორი
Card Player

თითქმის ვერ იპოვით პოკერის სამყაროში მოთამაშეს, რომელმაც ისე შეცვალა თამაშის საზღვრები, როგორც ფილ ჰელმუთმა. ის უდავოდ პოკერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია და, იმის მიუხედავად, რომ 54 წლის „პოკერის აბეზარა ბავშვი” (Poker Brat) ზედმეტი ლაპარაკის მოყვარულია, მის სიტყვებს რეალური მიღწევებიც ახლავს. გთავაზობთ ხუთ საინტერესო ფაქტს პოკერის დიდების დარბაზის წევრის, ფილ ჰელმუთის შესახებ.

  1.     ჰელმუთს არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული სატურნირო პოკერში, მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას WSOP-ზე მიაღწია. ამ სერიაში მას რამდენიმე რეკორდი აქვს დამყარებული, მათგან ყველაზე გამორჩეული, მოგებული ოქროს სამაჯურების რაოდენობაა. მთლიანობაში ჰელმუთი 15-ჯერ გახდა WSOP-ის ტურნირის გამარჯვებული, მეორე ადგილზე კი 10-ჯერ გავიდა. ამას გარდა, მასვე ეკუთვნის საპრიზო ადგილებზე გასვლების რაოდენობის რეკორდი – 137.
  2. 2008 წელს ლუდის მწარმოებელმა ფირმამ Milwaukee’s Best Light გამოუშვა ქილის ლუდი, რომელსაც ჰელმუთის სურათი და ცნობილი გამონათქვამები ამშვენებდა. ჰელმუთის თქმით, იმ პერიოდში 12 მილიონი ასეთი ქილა იქნა წარმოებული.
  3. 1989 წელს ჰელმუთი WSOP-ის მთავარი ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა, როცა 24 წლისამ ფინალურ ჰედზაპში ჯონი ჯენი დაამარცხა. მისი ეს რეკორდი 2009 წელს გააუმჯობესა ჯო ქადამ, რომელიც 21 წლისა და 11 თვის იყო, როცა მთავარი ღონისძიების ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჰელმუთმა 2001 წელსაც მიაღწია ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსს, მაგრამ მხოლოდ მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა.
  4. „პოკერის ბუმის” დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს პოკერის სასწავლი წიგნები ძალიან პოპულარული იყო. ჰელმუთის „ითამაშე პოკერი პროფესიონალივით” ბესტსელერი გახდა „ნიუ-იორკ თაიმსის” რეიტინგში. ფილი პოკერისადმი მიძღვნილი შვიდი წიგნის ავტორია, რომელთა შორის მისი ავტობიოგრაფიაცაა: „პოკერის აბეზარა ბავშვი”.
  5. კარიერის განმავლობაში ჰელმუთს ტურნირებში $22,1 მილიონი აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით ყველა დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეთა სიაში მე-14 ადგილს იკავებს. ამ სიაში მისი უშუალო მეზობლები უმეტესწილად დღევანდელი სუპერჰაიროლერ-ტურნირების მოთამაშეები არიან, რომლებიც თვეში რამდენიმე ტურნირს თამაშობენ ექვსნიშნა ბაი-ინებით. თავად ჰელმუთმა მხოლოდ ხუთჯერ მოახერხა ფულის მოგება ტურნირებში, სადაც ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $100000-ს აჭარბებდა. ♠

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში