ავტორიზაცია
ჯეიმს უილიამსი

888 London-ის გამარჯვებული ჯეიმს უილიამსი გახდა

ინგლისის დედაქალაქში 888Poker-ის მიერ ორგანიზებული ტურნირების სერია დასრულდა. მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ინგლისელი ჯეიმს უილიამსი გახდა. პირველი ადგილისთვის მან £121 000 მიიღო.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი £1 100-ს შეადგენს, სულ 656 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი მოთამაშეები, როგორებიც დომინიკ ნიცშე, ჯონ ჰესპი, თომას მიულოკერი, ჯონ სინი, პარკერ ტალბოტი და ვივიან სალიბა არიან.

ფინალურ ჰედზაპში უილიამსმა თანამემამულე დერელ ლოულესი დაამარცხა, მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან £85 000 შეხვდა.