ავტორიზაცია
ანტუან ლაბა

888 London-ის მთავარი ღონისძიების მეორე დღე დასრულდა

ინგლისის დედაქალაქი 888Poker-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირების სერიას მასპინძლობს. მთავარი ღონისძიების მეორე დღე დასრულდა, ჩიპლიდერი კი ფრანგი პროფესიონალი ანტუან ლაბა გახდა.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი £1 100-ს შეადგენს, სულ 656 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი მოთამაშეები, როგორებიც დომინიკ ნიცშე, ჯონ ჰესპი, თომას მიულოკერი, ჯონ სინი, პარკერ ტალბოტი და ვივიან სალიბა არიან.

ლაბას სტეკი 2 825 000 ჩიპს შეადგენს, მეორე ადგილს 1 680 000 ჩიპით ბერძენი ხრისტოს ქსანტოპულოსი იკავებს, მესამე ადგილზე მყოფი შვედი ჰაკ-ჰიუნ ლი 1 555 000-ჩიპიან სტეკს აკონტროლებს.

შემდეგ ტურში გადასული 21 მოთამაშე ასპარეზობას 23-ე ეტაპიდან განაახლებს, სადაც ბლაინდები 15 000/25 000-ს, ხოლო ანტე 25 000 ჩიპს შეადგენს.