ავტორიზაცია
ანტონიუს ონუფრიუ

888 London-ის მთავარი ღონისძიების 1d დღე დასრულდა

ინგლისის დედაქალაქი 888Poker-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირების სერიას მასპინძლობს. მთავარი ღონისძიების 1d დღე დასრულდა, ჩიპლიდერი კი კვიპროსელი მოთამაშე ანტონიუს ონუფრიუ გახდა.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი £1 100-ს შეადგენს, სულ 639 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი მოთამაშეები, როგორებიც დომინიკ ნიცშე, ჯონ ჰესპი, თომას მიულოკერი, ჯონ სინი, პარკერ ტალბოტი და ვივიან სალიბა არიან.

ონუფრიუს სტეკი 301 500 ჩიპს შეადგენს, მეორე ადგილს 237 000 ჩიპით ბრიტანელი ტამერ კამელი იკავებს, მესამე ადგილზე მყოფი ასევე ბრიტანელი არკადი კილმანი 213 500-ჩიპიან სტეკს აკონტროლებს.

შემდეგ ტურში გადასული 194 მოთამაშე ასპარეზობას მე-13 ეტაპიდან განაახლებს, სადაც ბლაინდები 1500/2500-ს, ხოლო ანტე 2500 ჩიპს შეადგენს.