ავტორიზაცია
რომენ არნო და რუი კაო

Asia Jeju-ს ჰაიროლერის გამარჯვებული რომენ არნო გახდა

სამხრეთ კორეის ნახევარკუნძული ჯეჯუ კიდევ ერთ ღონისძიებათა სერიას მასპინძლობს. ერთ-ერთი ჰაიროლერის გამარჯვებული ფრანგი რომენ არნო გახდა. პირველი ადგილისთვის მან $668 000 მიიღო.

ჰაიროლერზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $50 000-ს შეადგენდა, 44 მოთამაშე დარეგისტრირდა. ფინალურ ჰედზაპში არნომ თანამემამულე რუი კაო დაამარცხა, მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან $619 418 შეხვდა.

წელს ეს რიგით მეორე დიდი ღონისძიებათა სერიაა, რომელიც ჯეჯუში გაიმართა. მაისში ნახევარკუნძულმა Triton-ის ჰაიროლერებს უმასპინძლა.