ავტორიზაცია
პიმ დე გოედე

Aussie Millions-ის მთავარი ღონისძიების მეორე დღე დასრულდა

ავსტრალია ყოველწლიურ ღონისძიებათა სერია Aussie Millions-ს მასპინძლობს. მთავარი ღონისძიება მიმდინარეობს, მეორე დღის ჩიპლიდერი ნიდერლანდელი პიმ დე გოედე გახდა.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი $7600-ს შეადგენდა, სულ 822 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც დომინიკ ნიცშე, ტობი ლუისი, მაიკლ ადამო, მარია ჰო, დმიტრი ურბანოვიჩი, არი ენჯელი, მარა ლამპროპულო, დევიდ ჩინო რიმო, ჯეკ სინკლერი, ანა მარკეში და ტომას მიულოკერი არიან.

დე გოედეს სტეკი 413 000 ჩიპს შეადგენს. მეორე ადგილს 386 300 ჩიპით ავსტრალიელი ბიორნ ოსტბი იკავებს. მესამე ადგილზე 378 000 ჩიპით ტაილანდელი ბენ ლაია.

დარჩენილი 405 მონაწილე თამაშს მე-12 ეტაპიდან გააგრძელებს, სადაც ბლაინდები 1000/2000-ს, ხოლო ანტე 300 ჩიპს შეადგენს.