ავტორიზაცია
შიდა სტრეიტი პოკერის ისტორიები
Card Player-ის პოდკასტების სერია - კრის მურმენი
ავტორი
Card Player

ასაკი: 32

საცხოვრებელი ადგილი: ბეისილდონი, დიდი ბრიტანეთი

პირველი ჯილდო ცოცხალ ტურნირში: 2008

ცოცხალ და ონლაინტურნირებში მოგებული თანხა: $19,3 მილიონი

საუკეთესო შედეგი: მეორე ადგილი – 2011 WSOP Europe, მთავარი ტურნირი – $1068690

 

 

   

თანატოლებისგან დაჩაგრული

საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. სკოლაში, თუ თავიდანვე არასწორ ხალხს დაუმეგობრდი, წასულია შენი საქმე. იმ სკოლაში შვიდი წელი ვისწავლე და პირველივე დღეებიდან „მუდოს” იარლიყით დავდიოდი. ამას რომ გავმკლავებოდი, თავს სულელად ვაჩვენებდი. სისულელეებს ჩავდიოდი, სისულელეებს ვამბობდი, მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხი გამემხიარულებინა, იმედი მქონდა, რომ ასე მაინც დამანებებდნენ თავს. როცა ვინმესთან მარტო ვიყავი, კარგად მექცეოდნენ, მაგრამ როგორც კი

 

ჯგუფში მოვხვდებოდი, მაშინვე ჩემი წამება იწყებოდაპოკერის თამაშის დაწყება და მშობლებისათვის ნათქვამი ტყუილი

იმ ზაფხულის ბოლოსთვის $1-$2 ქეშ-გეიმებსა და მოზრდილ ტურნირებში ვთამაშობდი. მშობლებისთვის ეს ჯერ ნათქვამი არ მქონდა, რადგან მეშინოდა, რომ არ მომიწონებდნენ. ისიც კი არ იცოდნენ, რომ პოკერის თამაში შემეძლო. მოვატყუე, ვუთხარი, ადგილობრივ სუპერმარკეტში ვმუშაობ-მეთქი. დედაჩემს უხაროდა, რომ ინიციატივა გამოვიჩინე და სამსახური ვიშოვე, თუმცა ეს ჩემს საქციელს არ ჰგავდა და დედას ცოტათი ეჭვი მაინც ეპარებოდა. ამიტომ იძულებული გავხდი, არარსებული თანამშრომელი და ახალი მეგობარი, ადამი მომეგონებინა. ორთვიანი მუშაობის შემდეგ თანამშრომელს ფასდაკლების ბარათს აძლევენ, ამიტომ დედა ყოველ შეხვედრაზე მეკითხებოდა, მომცეს თუ არა ეს ბარათი, მე კი ყოველ ჯერზე ვატყუებდი, სახლში დამრჩა-მეთქი. როგორღაც მაინც მოვახერხე და ტყუილში ვერ გამომიჭირეს.

 

მურმენის იმპერიის რღვევის დასაწყისი

პირველი ორი თვე მშვიდად დაიწყო, შემდეგ კი იყო PCA, სადაც ჩემ დაფინანსებულთაგან ერთ-ერთმა, ტაი რეიმანმა, $10000-იანი მთავარი ტურნირი ითამაშა, მეორე ადგილზე გავიდა და $1,8 მილიონი მოიგო. მე შემხვდა ნახევარი, რასაც დაემატა ბაი-ინებში გადახდილი ფულის დაბრუნება, და მთლიანობაში თითქმის მილიონი დოლარი მივიღე. ამან „დამღუპა” ზუსტად. ხმა გავარდა, რომ მე რეიმანის ბეკერი ვიყავი, და ჩემი ფეისბუკის მესინჯერი მაშინვე „აფეთქდა”. იმ ხალხისთვის ვეღარც ვიცლიდი, ვინც თავისი გათამაშება გამომიგზავნა გასაანალიზებლად. მოგებულმა დიდმა ფულმა მეტისმეტად მომადუნა და ყველა მთხოვნელს დადებითად ვპასუხობდი. ერთ მომენტში 30 მოთამაშეზე მეტის ბეკერი ვიყავი. ბეკერების სამმაგი გვირგვინიც (Tripple Crown) კი მოვიგე, როცა ჩემმა მოთამაშეებმა WPT-ის, EPT-ისა და WSOP-ის ტურნირებში გაიმარჯვეს. თუმცა, ფულს მაინც ვკარგავდი. მეტისმეტად ბევრი მოთამაშე მყავდა. მიკვირს, რომ ამდენ ხანს გავუძელი. ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, ვინმე მილიონ დოლარს მოიგებდა და მაშინვე რომელიმე მოთამაშეს ყველა ონლაინტურნირზე ვარეგისტრირებდი. შეიძლება ითქვას, რომ პოკერის თემს ვაფინანსებდი. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში