ავტორიზაცია
შიდა სტრეიტი პოკერის ისტორიები
Card Player-ის პოდკასტების სერია - მაიკლ მიზრაქი
ავტორი
Card Player

37 წლის მაიკლ მიზრაქი, მეტსახელად „გრინდერი” (The Grinderმოთამაშე, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მცირე მოგებებით ცხოვრობს. ხასიათდება კონსერვატორული თამაშის სტილით), პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სატურნირო მოთამაშეა, WSOP-ის ოთხი სამაჯურითა და WPT-ის ორი ტიტულით. მაიკლმა თავისი კარიერა L.A. Poker Classic-ის მოგებით დაიწყო 2005 წელს, რასაც მოჰყვა Borgata Winter Poker Openპირველი ბეტის გაკეთება-ში გამარჯვება 2006 წელს და Card Player-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვება იმავე წელს. ამის შემდეგ მიზრაქიმ საკუთარ ტყავზე იწვნია დაუნსვინგითამაშის მონაკვეთი, როდესაც მოთამაშე მოსალოდნელზე მეტს აგებსს (ჩავარდნის) პერიოდები, უძრავი ქონების ბაზრის სასტიკი კონკურენცია და რამდენიმე წარუმატებელი ინვესტიცია, მაგრამ ის ყოველთვის ახერხებდა ფეხზე დადგომას, როგორც მოხდა 2010 წელს, როცა მაიკლი მეხუთე გახდა WSOP-ის მთავარ ტურნირში და ჯილდოდ $2,3 მილიონი მიიღო.

განსაკუთრებულ წარმატებას მიზრაქიმ $50000-იან Poker Players Championship-ში მიაღწია, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, სამჯერ მოიგო. სამხრეთფლორიდელმა მოთამაშემ ჩიპ-რიზის მემორიალური თასი პირველად 2010 წელს ასწია, რასაც მოჰყვა 2012 წლისა და წლევანდელი ზაფხულის გამარჯვებები (ამას გარდა, 2016 წელს მან მეოთხე ადგილი დაიკავა!). სატურნირო კარიერის განმავლობაში მაიკლს მთლიანობაში $16,8 მილიონი აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით დღეს 26-ე ადგილზეა ყველა დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესის ყველაზე წარმატებული მოთამაშეების რეიტინგში. მისი სამი ძმა ასევე პოკერის მოთამაშეები არიან: ერიკი, დონი და ოთხი ოქროს სამაჯურის მფლობელი რობერტი.

 

ხანგრძლივი ფიქრი პოკერის ტურნირებში

ყოველთვის მომხრე ვიყავი თამაშის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს ტაიმერის გამოყენებისა. ორჯერ ზედიზედ ვითამაშე WPT-ის ჩემპიონების ტურნირში (Tournament of Champions), სადაც ბოლო ეტაპებზე მოთამაშეს ერთ სვლაზე 30 წამი ეძლეოდა, და მეორე და მესამე ადგილები დავიკავე. ვერ ვიტან, როცა მოთამაშეები ძალიან დიდხანს ფიქრობენ და გათამაშება სამ, ხუთ წუთს გრძელდება. მესმის, რომ ზოგჯერ მოთამაშეს მეტოქისთვის ხაფანგის დაგება უნდა და დაძაბულ ფიქრს განასახიერებს, მაგრამ ეს ხომ უპატივცემულობაა მაგიდის დანარჩენი წევრების მიმართ. თუ ფიქრობთ, რომ მაგიდის საუკეთესო მოთამაშე ხართ, მაშინ განა უკეთესი არ იქნება, თუ გათამაშებებს მალე დაასრულებთ და ორჯერ მეტ ხელს ითამაშებთ? ეს რობოტები ძალიან დიდ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს იყენებენ, თავიანთი ჭკუით, ცდილობენ, ოპონენტი დააშინონ ან მისი კარტები გამოიცნონ. მე აქ პოკერის სათამაშოდ მოვედი და არა იმისთვის, რომ უსაქმოდ ვიჯდე და ყოველი გათამაშების დასრულებას ათ-ათი წუთი ველოდო. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ათ წამში ყველამ იცის, როგორ ითამაშებს. გადაწყვეტილებას ამაზე მეტი ნამდვილად არ სჭირდება.

 

სახლი-ავტომობილის შეძენა WPT-ის პირველი მოგების შემდეგ

ყოველთვის მინდოდა, სახლი-ავტომობილი მეყიდა, ამაზე სულ ვოცნებობდი. როცა კაზინო „კომერსში” WPT LAPC მოვიგე... რამდენი წლისა ვიყავი მაშინ... 2006 წელი იყო, 12 წლის წინ, ესე იგი, 25 წლისა გამოდის... ამ ასაკის ადამიანს გონივრულ გადაწყვეტილებებს ვერ მოსთხოვ. ის მანქანა სულ რაღაც $178000 ღირდა, მე კი ეს-ესაა $1,8 მილიონი მოვიგე. მოგებული თანხის 10 პროცენტი... მოკლედ, ნაღდი ფული ჩავუთვალე და ვიყიდე. 12 მეტრის სიგრძის ავტობუსი იყო, უკანა კარს მძღოლის სავარძლიდან ვერც კი ვხედავდი, ამიტომ მანქანაში კამერა ეყენა. „კომერსში” ამ ავტობუსით მივედი და სადგომზე რომ შემყავდა, ყველა გაკვირვებული მიყურებდა. დღესაც ყურში მიდგას ის ღრჭიალი, გაჩერების ნიშანს რომ დავეჯახე... პირველივე დღეს მოვახერხე და მანქანის ერთი მხარე მთლიანად გავფხაჭნე... კალიფორნიიდან ეს ბორბლებიანი სახლი აღარც გამიყვანია, მხოლოდ სან-დიეგოდან სან-ხოსეში წავედი, ეს იყო და ეს. შემდეგ მძღოლი დავიქირავე და მანქანა ლას-ვეგასში ჩავაყვანინე, ცოტა ხანს შიგნით ვიცხოვრე, მერე კი ჩვეულებრივი სახლი ვიყიდე. საბოლოოდ, ჩემი „ოცნება” $138000-ად გავყიდე. გამოდის, რომ ექვს თვეში $40000 დავკარგე.

 

წარმატებული თამაში $50,000 Poker Players Championship-ში

არ მინდა, რაიმე საიდუმლო გამეპაროს, რადგან მეოთხე მოგებასაც ვუმიზნებ, მაგრამ, ჩემი აზრით, ჰარმონიული, ყოველმხრივი მოთამაშე ვარ. იმას არ ვგულისხმობ, რომ ყველა თამაშს სრულყოფილად ვთამაშობ, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ბევრიც არ მაკლია. ტურნირებში ბევრი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ ისინი სრულყოფილები არ არიან. მე ჩემი სატურნირო სტილი მაქვს, რომელიც მშვენივრად მუშაობს. დიდ შერეულ თამაშებშიც ვმონაწილეობ, მაგრამ ზუსტად ვიცი, როდის უნდა შევცვალო ჩემო თამაში. არის კიდევ დიდფსონიანი თამაშები, სადაც შერეული თამაშების მოთამაშეებს დიდი გამოცდილება არა აქვთ. არიან დიდი ფსონების მოყვარულები, რომელთაც არა აქვთ საკმარისი გამოცდილება ლიმიტიბეტის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობაან თამაშებში, ეს კი მე უპირატესობას მაძლევს. ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე, ვისთანაც აქამდე მითამაშია, ბრაიან რასტია, ამ ღონისძიების ორგზის გამარჯვებული. მისი თამაშიც, ჩემ მსგავსად, კარგადაა მორგებული ამ ტურნირს, ამიტომ ბრაიანიც სტაბილურად კარგად თამაშობს. ♠

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში