ავტორიზაცია
ქარ
შიდა სტრეიტი პოკერის ისტორიები
Card Player-ის პოდკასტების სერია – ბრაიან რასტი
ავტორი
  • ასაკი: 35
  • პროფესიონალია: 2005 წლიდან
  • საცხოვრებელი ადგილი: ფოუეი, კალიფორნია, აშშ
  • ცოცხალ ტურნირებში მოგებული თანხა: $19,5 მილიონი
  • საუკეთესო შედეგი: პირველი ადგილი 2015 წლის Super High Roller Bowl-ში – $7,525 მილიონი

 

 

  • თამაშების სიყვარულის შესახებ

 „პოკერმა ბევრი რამით მიმიზიდა. ბავშვობიდან ყველანაირ თამაშს ვთამაშობდი. კოლეჯის პირველ წელს Counter-Strike-ში გადავეშვი თავით და მას ძალიან  სერიოზულად ვუდგებოდი. მას შემდეგ, რაც პოკერის თამაში დავიწყე, მივხვდი, რომ ამით არა მხოლოდ გართობა, არამედ ფულის შოვნაც შეიძლებოდა. პირველივე ზაფხულს, როცა პოკერს სერიოზულად ჩავუჯექი, დაახლოებით $20000 მოვიგე”.

  

  • ცოცხალი თელზების შესახებ

 „ზოგჯერ ძალიან კარგ, გამოცდილ მოთამაშესაც კი შეუძლია, ქვეცნობიერად, უცებ ისეთი რამე გააკეთოს, რასაც თავად ვერც შეამჩნევს. ასეთი რამეები, ის, რაც სწრაფად და მყისიერად ხდება, ხშირად საუკეთესო თელზებია. ეს განსაკუთრებით ხშირია ხანგრძლივ სესიებში. ამ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს ყველას აქვს ისეთი მომენტები, როცა კონცენტრაციას კარგავს და ყურადღება ეფანტება. ასეთ მომენტებში ისეთ მოძრაობებს ვაკეთებ, რომლებსაც სრული კონცენტრაციის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს არ გავაკეთებდი”.

 

 

  • ლას-ვეგასიდან ლოს-ანჯელესამდე ველოსიპედით სანაძლეოდ  მგზავრობის შესახებ

„ეს სრულიად მოუმზადებლად, ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე უნდა გამეკეთებინა. დენ ბილზერიანი მზად იყო, ჩემს ფსონზე ექვსჯერ მეტი გადაეხადა. მწვრთნელს დავურეკე და მან ამ ნაძლევზე უარის თქმა მირჩია. მე მხოლოდ $100000-ით ვრისკავდი, ამიტომ მაინც დავთანხმდი. ველოსიპედის მწვრთნელმა მითხრა, რომ მოგების არანაირი შანსი არ მქონდა. მე ვუთხარი, ამ სანაძლეოზე უარს არ ვიტყვი-მეთქი, რაზეც მიპასუხა: „რას ვიზამთ, მაშინ კოლეჯის წლები უნდა გაიხსენო და სცადო”.

 

 

  • $3-მილიონიანი ბანკის შესახებ

„ძალიან დიდი სტეკები გვქონდა. ეფექტური სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა დაახლოებით $1,5 მილიონი იყო, 400 დიდ ბლაინდზე მეტი. მე მინდოდა, ბორდი ერთზე მეტჯერ დარიგებულიყო. ოპონენტმა ამ შეთავაზებაზე ცოტა ხანს იფიქრა, ბოლოს შემომხედა და ერთი თითი მაჩვენა. ყველა კარტი მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზეა, მეტოქე კი არც ინძრევა, არადა, წესით, სწორედ მან უნდა მაჩვენოს თავისი კარტი პირველმა. მე ვიცი, რომ ის ცნობილია, როგორც სლოუ-როლის მოყვარული, ამიტომ ყველაზე ნაკლებად მინდა, ჩემი კარტი ვაჩვენო და ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეები წავაგო. თუმცა, არც მისი გაბრაზება მსურს, ამიტომ კარტს ვატრიალებ და მხოლოდ მოგების იმედად ვრჩები”. ♠

 

 იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში