ავტორიზაცია
შიდა სტრეიტი პოკერის ისტორიები
Card Player-ის პოდკასტების სერია – ნოა შვარცი
„პოკერის ისტორიები” ახალი აუდიოინტერვიუების სერიაა, რომელშიც პოკერის საუკეთესო მოთამაშეებსა და საინტერესო ადამიანებს შევხვდებით. თითოეული პოდკასტი მოგვითხრობს პოკერის სამყაროს ერთი ცნობილი წევრის შესახებ და გვთავაზობს მათ მოყოლილ საინტერესო ამბებს, რომლებიც პოკერის მაგიდასთან და მის გარეთ გადახდათ.
ავტორი
Card Player

ასაკი:

33

პროფესიონალია:

2007 წლიდან

საცხოვრებელი ადგილი:

მაიამი, ფლორიდა

ცოცხალ ტურნირებში მოგებული თანხა:

$5,5 მილიონი

საუკეთესო შედეგი:

პირველი ადგილი – 2015 WPT Alpha8 Florida ($585,000)

  

მამის დაკარგვა და პოკერის აღმოჩენა

საოცრად დავცარიელდი. მამაჩემი ჩვენი ოჯახისთვის ყველაფერი იყო. მამას წასვლიდან ცოტა ხანში რამდენიმე მეგობარი მესტუმრა. მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან ვისხედით და მათ პოკერის წესების ახსნა დამიწყეს. ყველაფერი ძალიან იოლი მომეჩვენა. სწორედ პოკერი გახდა ის, რაც იმ რეალობისგან თავის დაღწევაში დამეხმარა. მან გადამატანინა ის პერიოდი. ყველა მოვლენას თავისი მიზეზი აქვს, ამიტომ, ჩემი აზრით, პოკერის აღმოჩენას სწორედ ეს მიზეზი ჰქონდა.

 

პირველი დიდი შენაძენი

შევედი და ვუთხარი, ეს მანქანა მინდა-მეთქი. იმათ მკითხეს, ხომ არ გინდათ, ჯერ ცოტა გაატაროთ და გამოსცადოთო. არა, ახლავე ვიყიდი-მეთქი, ვუპასუხე. ნაღდი ფული გადავიხადე. შავი მანქანა იყო, კალათბურთის ბურთის ფერის ინტერიერით, რეინჯ-როვერი „Autobiography”. დავჯექი თუ არა, პირველივე ის ვიფიქრე, რომ სულ ცოტა ხნის წინ სახლში დენიც არ მქონდა, ახლა კი ჩემი ოცნების მანქანას ვატარებდი. არ მჯეროდა, რომ რვა თვეში $6000-დან სამ მეოთხედ მილიონამდე ავაღწიე. ავტოსალონიდან გამოსვლისთანავე ამ მანქანის ფასი $117000-დან $96000-მდე შემცირდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა?

 

კარგი და ცუდი ადამიანები პოკერის სამყაროში

პოკერში ბევრ კარგ ადამიანს შეხვდები, მაგრამ, მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, ვინც: 1) ავადაა, 2) მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და 3) არ ფიქრობს საკუთარი ქცევის შედეგებზე. ადამიანი გზადაგზა სწავლობს. თუ ვინმეს უნდა, რომ ორიოდე ათასი დოლარი წამგლიჯოს, კი, ბატონო, იყოს ასე. როცა რომელიმე 60 წელს გადაცილებულ მოთამაშეს ბეკერი (სპონსორი) სჭირდება, შეიძლება ჩემთან მოვიდეს. როგორც ვხვდები, ხალხს ჩემი სიკეთე სისუსტე ჰგონია, მაგრამ ამასაც არა უშავს. ამის გამო ნერვიულობას არ ვაპირებ.

 

შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან

ყოველთვის ვცდილობ, ასეთ რამეებს მშვიდად შევხვდე. ბევრჯერ მქონია შესაძლებლობა, შევხვედროდი ცნობილ ადამიანებს, მაგრამ არავის უყვარს, როცა აშტერდებიან. როცა ლებრონს პირველად შევხვდი, სურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. იმ დღეს სათამაშოდ გრეგ მერსონთან ერთად მივედი. ლებრონი მომიახლოვდა და მომეხვია. ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. გახარებული ვიყავი. საოცარი გრძნობაა. ♠

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში