ავტორიზაცია

Card Player საქართველო გემშვიდობებათ

2015 წელს დაარსებული პოკერის ონლაინპორტალი Card Player საქართველო გემშვიდობებათ.

სამი წლის განმავლობაში ჩვენმა რედაქციამ პოკერის მოყვარულებს ასობით სტატია, ათასობით ნიუსი და ვიდეო კონტენტი გაუზიარა. Cardplayer.ge პოკერის ფილოსოფიის გავრცელებას, დამწყები მოთამაშეების დახმარებასა და ზოგადად ამ სფეროში ცნობიერების ამაღლებას დაუღალავად ემსახურებოდა.

Card Player Georgia-მ არაერთი უნიკალური პროექტი განახორციელა: "Showdown" - პირველი ქართულენოვანი გადაცემა პოკერის შესახებ, "პროფესია პოკერი" - სივრცე, რომელშიც პროფესიონალი ონლაინპოკერის მოთამაშეები თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას აზიარებდნენ, "Poker Face" - შოუ პოკერის მოყვარული ცნობილი ადამიანების შესახებ და რა თქმა უნდა "ტურნირთა ლიგა" - ჩემპიონატი რომლის წყალობითაც ათასობით ადამიანმა ფულადი ჯილდოები მოიპოვა, საუკეთესო მოთამაშეებმა კი World Series of Poker Circuit-ის მთავარ ღონისძიებებზე ამერიკაში, საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში და ჩეხეთში იასპარეზეს.

Card Player Georgia-ს ჟურნალისტებმა არაერთი WSOP Circuit-ის ღონისძიებათა სერია გააშუქეს, რომელზეც ქართველი მოთამაშეები ასპარეზობდნენ. სწორედ ჩვენ გავუზიარეთ საქართველოს დავით ოქროპირიძისა და გაგა გოცაძის წარმატება. 

ჩვენი რედაქცია ემშვიდობება პოკერის ყველა მოყვარულს, მოთამაშეებს კი წარმატებას, საპრიზო ადგილებზე მოხვედრას, ოქროს ბეჭდებისა და სამაჯურების მოპოვებას გისურვებთ.