ავტორიზაცია

Final Nine-ის მეორე მონაწილე dzagdzagichi გახდა

Card Player Georgia-სა და adjarabet.com-ის ერთობლივი პროექტის ტურნირთა ლიგის Final Nine-ის მეორე მონაწილე გამოვლინდა. მეორე ათდღიანი ლიდერბორდის საუკეთესო მოთამაშე გიორგი dzagdzagichi ადეიშვილი გახდა. გამარჯვებულმა Final Nine მაგიდის ადგილი და 200₾ მოიპოვა. 

ფინალურ ჰედზაპში ადეიშვილმა შოთა giorgi778 საკანდელია დაამარცხა. მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან 150₾ შეხვდა. მესამე ადგილსა და 100 ლარს JIMKO77 დასჯერდა. მეოთხე ადგილი kalooo-მ დაიკავა, რისთვისაც 50₾ მიიღო.

ტურნირთა ლიგა გრძელდება, dzagdzagichi კი WSOPC Rozvadov-ის საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.