ავტორიზაცია

Global Poker League-ში ჰედზაპ-მატჩები იწყება

Global Poker League გრძელდება. 6-max-ის შემდეგ მონაწილე გუნდები ბრძოლას ჰედზაპ-მატჩებში გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, GPL-ის ევრაზიის კონფერენციის გუნდები ონლაინში ჰედზაპ-მატჩებს ოთხშაბათობით გამართავენ, ამერიკის კონფერენციის გუნდები კი - ხუთშაბათობით. ჰედზაპ-მატჩში ოპონენტები 3 თამაშს გამართავენ და თითოეულში გამარჯვებისთვის 3 ქულას მიიღებენ.

დღეს პირველ ჰედზაპ-დაპირისპირებაში ერთმანეთს Hong Kong Stars და Moscow Wolverines შეხვდებიან, რომელთა ღირსებას რენდი ლიუ და სერგეი ლებედევი დაიცავენ.

მეორე მატჩში ერთმანეთს Berlin Bears და Paris Aviators დაუპირისპირდებიან. თავიანთი გუნდების სახელით დენიელ Jungleman ქეითსი და ბერტრან ElkY გროსპელიე იასპარეზებენ.

რაც შეეხება დღის ბოლო მატჩს - London Royals vs Rome Emperors, გუნდების წარმომადგენლები ჯასტინ ბონომო და ტიმოთი ადამსი იქნებიან.

ჰედზაპ-მატჩები თბილისის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესით 20:00-ზე, 22:30-სა და 01:00-ზე გაიმართება, ონლაინსტრიმინგი Twitch.tv-ზე იქნება ხელმისაწვდომი.