ავტორიზაცია
პასკალ ლეფრანსუა

MILLIONS Barcelona-ს გამარჯვებული პასკალ ლეფრანსუა გახდა

PartyPoker-ის მიერ ორგანიზებული ბარსელონაში მიმდინარე MILLIONS-ის მთავარი ღონისძიება დასრულდა. გამარჯვებული კანადელი პასკალ ლეფრანსუა გახდა, რისთვისაც €1 700 000 მიიღო.

ტურნირზე რეკორდული რაოდენობის, 1175 მოთამაშე დარეგისტრირდა. გარანტირებული საპრიზო ფონდი €11 397 500-ს გაუტოლდა. ბარსელონაში ფულის მოსაგებად მსოფლიოს უდიდესი მოთამაშეები ჩავიდნენ. აქ იყვნენ ერიკ საიდელიდომინიკ ნიცშეადრიან მატეოსისემ გრინვუდისემ თრიქეთიჯასტინ ბონომობრინ ქენი და სხვა ვარსკვლავები.

კანადელი სამი დღის განმავლობაში ჩიპლიდერიმოთამაშე, რომელსაც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტი ჩიპი აქვს იყო. სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობას სიდიდე ლეფრანსუამ კარგად გამოიყენა და ფინალურ ჰედზაპში ბრიტანელი ადამ ოუენი დაამარცხა. მეორეადგილოსანს €1 300 000 ერგო.

ლეფრანსუამ ამ მოგებით ყველაზე მაღალშემოსავლიან კანადელთა რეიტინგში 34-დან მეცამეტე ადგილზე გადმოინაცვლა, კარიერის განმავლობაში მას $5 160 342 აქვს მოგებული. 

მთავარი ღონისძიების ფულადი ჯილდოები კი ასე გადანაწილდა:

ადგილიმოთამაშექვეყანათანხა
1 პასკალ ლეფრანსუა კანადა €1 700 000
2 ადამ ოუენი დიდი ბრიტანეთი €1 300 000
3 სტივენ ჩიდვიკი დიდი ბრიტანეთი €1 000 000
4 დომინიკ ნიცშე გერმანია €800 000
5 იენ-ერიკ შვიპერტი გერმანია €602 500
6 დიოგო ვეგა პორტუგალია €450 000
7 დავიდი კიტაი ბელგია €325 000
8 თომას ბოივინი ბელგია €225 000