ავტორიზაცია
პასკალ ლეფრანსუა

MILLIONS Barcelona-ს ფინალური მაგიდა ცნობილია

PartyPoker-ის მიერ ორგანიზებული MILLIONS Barcelona-ს მთავარი ღონისძიების ფინალური მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობს გამოვლინდა.

ტურნირზე რეკორდული რაოდენობის, 1175 მოთამაშე დარეგისტრირდა. გარანტირებული საპრიზო ფონდი €11 397 500-ს გაუტოლდა. ბარსელონაში ფულის მოსაგებად მსოფლიოს უდიდესი მოთამაშეები ჩამოვიდნენ. აქ არიან ერიკ საიდელიდომინიკ ნიცშეადრიან მატეოსისემ გრინვუდისემ თრიქეთიჯასტინ ბონომობრინ ქენი და სხვა ვარსკვლავები.

მესამე დღის ბოლოს მხოლოდ რვა მოთამაშემ შეძლო შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ფინალური ღონისძიების ჩიპლიდერიმოთამაშე, რომელსაც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტი ჩიპი აქვს კვლავ კანადელი პასკალ ლეფრანსუაა, მას გერმანელი სუპერმოთამაშე დომინიკ ნიცშე მოჰყვება, მესამე ადგილს ასევე გერმანელი იან-ერიკ შვიპერტი იკავებს.

მთავარი ღონისძიების გამარჯვებული €1 700 000-ს მიიღებს. თამაში 32-ე ეტაპიდან დღეს განახლდება, ბლაინდები 1 000 000/2 000 000-ს, ხოლო ანტესავალდებულო გადასახადი, რომელსაც ზოგ თამაშში ყველა მოთამაშე იხდის დარიგებამდე 2 000 000 ჩიპს შეადგენს. ფინალური მაგიდის სტეკები კი ასე გამოიყურება:

მოთამაშესტეკი
პასკალ ლეფრანსუა კანადა 248 400 000
დომინიკ ნიცშე გერმანია 232 900 000
იან-ერიკ შვიპერტი გერმანია 216 300 000
დიოგო ვეგა პორტუგალია 213 800 000
დავიდი კიტაი ბელგია 91 100 000
თომას ბოივინი ბელგია 66 500 000
სტივენ ჩიდვიკი დიდი ბრიტანეთი 65 200 000
ადამ ოუენი დიდი ბრიტანეთი 41 600 000