ავტორიზაცია
იოჰანეს ბეკერი

MILLIONS Germany-ს მეორე ჰაიროლერის გამარჯვებული იოჰანეს ბეკერი გახდა

ონლაინოპერატორ PartyPoker-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიებათა სერია PartyPoker Live MILLIONS Germany ჩეხეთის ქალაქ როზვადოვში, კაზინო King's-ში მიმდინარეობს. რიგით მეორე ჰაიროლერის გამარჯვებული გერმანელი მოთამაშე იოჰანეს ბექერი გახდა.

ტურნირის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად €25 000-ს შეადგენდა, რეგისტრირებული მოთამაშეების რაოდენობამ კი 30 კაცს გადააჭარბა, მათ შორის იყვნენ შტეფან ზონთაიმერი, ფილიპ გრუისემი, დომინიკ ნიცშე, კრისტოფ ფოგელსანგი და სხვა ტიტულოვანი ევროპელი მოთამაშეები.

ფინალურ ჰედზაპში ბეკერმა თავისი თანამემამულე სტეფან შილაბელი დაამარცხა. ჰაიროლერის ფულადი ჯილდოები კი ასე გადანაწილდა:

ადგილიმოთამაშექვეყანათანხა
1 იოჰანეს ბეკერი გერმანია €320 050
2 სტეფან შილაბელი გერმანია €267 800
3 ნიალ ფარელი დიდი ბრიტანეთი €225 900
4 ჟოაო სიმაო ბრაზილია €110 000
5 პატრიკ ლეონარდი დიდი ბრიტანეთი €85 000
6 მანიჰ ლუსერი გერმანია €60 000