ავტორიზაცია
სუპერჰაიროლერის ფინალისტები

MILLIONS Germany-ს ჰაიროლერს მუსტაფა კანიტი ლიდერობს

როზვადოვში მიმდინარე Partypoker Live Millions Germany-ს სუპერჰაიროლერის პირველი დღე დასრულდა.

ღონისძიებაში, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად €50 000-ს შეადგენს, 47 მოთამაშე დარეგისტრირდა. მათ შორის, ისეთი დიდი სახელები, როგორებიც შტეფან ზონთაიმერიფილიპ გრუისემიდომინიკ ნიცშე, კრისტოფ ფოგელსანგი არიან.

მეორე დღეს ასპარეზობას 8 მოთამაშე გააგრძელებს. ჩიპლიდერიმოთამაშე, რომელსაც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტი ჩიპი აქვს კი იტალიელი მუსტაფა კანიტია, მისი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა 11 475 000 ჩიპს შეადგენს. მეორე ადგილზე 10 555 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენებათ კანადელი ტიმოთი ადამსია. 7 830 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენებათ მესამე ადგილს გერმანელი ტობიას ციგლერი იკავებს.

თამაში დღეს განახლდება, ბლაინდები 70 000/140 000-ს, ხოლო ანტესავალდებულო გადასახადი, რომელსაც ზოგ თამაშში ყველა მოთამაშე იხდის დარიგებამდე 140 000-ს ჩიპს შეადგენს. ფინალური მაგიდის სტეკები კი ასე გამოიყურება:

მოთამაშექვეყანასტეკი
მუსტაფა კანიტი 11 475 000
ტიმოთი ადამსი 10 555 000
ტობიას ციგლერი 7 830 000
ჩი ჟანგი 4 895 000
ფელიპე რამოსი 3 440 000
დიტრიხ ფასტი 3 055 000
პატრიკ ანტონიუსი 3 035 000
ბიგ ტონი 1 665000