ავტორიზაცია

MILLIONS ONLINE დასრულდა

PartyPoker-ის მიერ ორგანიზებული MILLIONS Online სერია დასრულდა. მთავარი ღონისძიების გამარჯვებული მანუელ Sheparentao რუივო გახდა, პირველი ადგილისთვის მან $2 329 944 მიიღო.

ონლაინპოკერის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიან ონლაინტურნირზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $5300-ს შეადგენდა, 4367 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი სუპერმოთამაშეები, როგორებიც ფედორ ჰოლცისემ თრიქეთი და ფილ გრუისემი არიან. საპრიზო ფონდმა $21 385 000 შეადგინა.

ფინალურ ჰედზაპში დარჩენილმა რუივომ და მალტელმა პიმ ForMatherRussia დე გოედემ საპრიზო თანხა გაიყვეს, რის გამოც მეორეადგილოსანს თითქმის იგივე თანხა შეხვდა, რაც გამარჯვებულს. დე გოედემ საპრიზო ფონდიდან $2 309 995 მიიღო.