ავტორიზაცია

MiniDeep-ის გამარჯვებული ბექა ქსოვრელი გახდა

ტურნირთა ლიგის იანვრის თვის ექსკლუზიური ღონისძიების გამარჯვებული ბექა logoseus ქსოვრელი Campione d'italia-ში MiniDeep-ის გამარჯვებული გახდა. 

ტურბო სტრუქტურის ტურნირზე ქსოვრელი ოთხ საუკეთესო მოთამაშეში მოხვდა, მონაწილეებმა ფული ICM-ით გაიყვეს. ქართველი მოთამაშე მთლიანი ჩიპების 80%-ს აკონტროლებდა და ყველაზე დიდი თანხა €840 მოიგო. 

"უცხოელი მოთამაშეები ძალიან სუსტები იყვნენ. თაითად თამაშობდნენ და უბრალოდ ძლიერი ხელებით თამაშს ერიდებოდნენ. ტურნირზე იყო ეპიზოდი, როდესაც რვა ბლაინდისავალდებულო ფსონები, რომლებსაც იხდის დილერის მარცხნივ მჯდომი ორი მოთამაშე კარტის დარიგებამდე ტუზ-ცხრიანით გავფუშე, მეტოქემ ფოლდიკარტის დაყრა, გათამაშებიდან გასვლა გააკეთა და ტუზ-ქალი მაჩვენა" - ამბობს ქსოვრელი. 

ღონისძიებაზე ფულადი ჯილდოს მოპოვებასთან ახლოს იყო გიორგი ბარაბაძეც. თუმცა მისი ტუზ-მეფე, ქსოვრელის ქალების წყვილთან დამარცხა და მერვე ადგილზე გავიდა.