ავტორიზაცია
კრის ჰუნიჩენი

PCA-ს სუპერჰაიროლერის ფინალური მაგიდა დაკომპლექტდა

ბაჰამის კუნძულებზე 2019 წლის პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებათა სერია PokerStars Caribbean Adventure მიმდინარეობს. სუპერჰაიროლერის მეორე დღე დასრულდა, ჩიპლიდერი კი ამერიკელი მოთამაშე პროფესიონალი კრის ჰუნიჩენი გახდა.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი $100 000-ს შეადგენდა, 61 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც ჯეისონ კუნი, რაინერ კემპე, ნიკ პეტრანჯელო, სეთ დევისი, პატრიკ ანტონიუსი, დენიელ ნეგრეანუ, კერი კაცი, დომინიკ ნიცშე, ჯასტინ ბონომომიკიტა ბოდიაკოვსკი და სტივენ ჩიდვიკი არიან.

ჰუნიჩენის სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა 4 555 000-ს შეადგენს. 3 465 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენებათ მეორე ადგილს დანიელი ჰენრიკ ჰეკლენი იკავებს. მესამე ადგილზე 2 885 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენებათ ესპანელი ხესუს კორტესია. ფინალური მაგიდის კიდევ ორი მონაწილე სემ გრინვუდი და ტალალ შაკერჩია.

ფინალისტები თამაშს მე-17 ეტაპიდან განაახლებენ, სადაც ბლაინდები 20 000/40 000-ს, ხოლო ანტესავალდებულო გადასახადი, რომელსაც ზოგ თამაშში ყველა მოთამაშე იხდის დარიგებამდე 40 000 ჩიპს შეადგენს. ტურნირის გამარჯვებული $1 775 460-ს მიიღებს.