ავტორიზაცია
რამონ კოლილასი

PCA 2019-ის ჰაიროლერის გამარჯვებული რამონ კოლილასი გახდა

2019 წლის პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებათა სერია PokerStars Caribbean Adventure მიმდინარეობს. გამხსნელი ჰაიროლერი დასრულდა, გამარჯვებული კი ესპანელი მოთამაშე რამონ კოლილასი გახდა. პირველი ადგილისთვის მან $5 100 000 მიიღო.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი $25 000-ს შეადგენდა, 1039 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც კრისტენ ბიქნელი, კრის ჰუნიჩენიდარიო სამარტინო, დენ შაკი, დმიტრი ურბანოვიჩიდევიდ პეტერსიმუსტაფა კანიტი და პატრიკ ანტონიუსი არიან.

ფინალურ ჰედზაპში კოლილასმა ფრანგი პროფესიონალი ჯულიენ მარტინი დაამარცხა, მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან $2 974 000 შეხვდა.